თბილისის ჩემპიონატი 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 
დ ე ბ უ ლ ე ბ ა  
 
18.04-25.04. 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
                               
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
  მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ჩატარების სისტემას განსაზღვრავს მსაჯთა 
  კოლეგია.

მჭედლიშვილის წარმატება დუბაიში!

 

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, მიხეილ მჭედლიშვილის გამარჯვებით დასრულდა დუბაიში გამართული ტრადიციული შეჯიბრი ელვისებურ ჭადრაკში!

ქართველმა დიდოსტატმა 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და I-III  ადგილები გაინაწილა საერთაშორისო დიდოსტატებთან: ლე ქიანგ ლემთან (ვიეტნამი;2680) და იური კუზუბოვთან (უკრაინა;2571) ერთად.  თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა დაისაკუთრა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 22 ქვეყნის 91 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

დვორკოვიჩის ვიზიტი თბილისში...

თბილისში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაცია ‘ფიდე’-ს პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი. საპატიო სტუმარი თბილისში პირველად იმყოფებოდა და აღფრთოვანებული დარჩა დედაქალაქის ღირშესანიშნოებებით.

ფიდეს პრეზიდენტის შეხვედრა მოუწყვეს  თბილისის ჭადრაკის სასახლეში. შეხვედრას ესწრებოდნენ ფედერაციის წარმომადგენლები, საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები და ახლაგაზრდა მოჭადრაკეები. საღამოს დასასრულს დვორკოვიჩმა  მეგობრული შეხვედრა გამართა ქართული ქალთა ჭადრაკის ლიდერთან, ნანა ძაგნიძესთან.

პირველობა გაინაწილეს

 

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში ელვისებურ ჭადრაკში ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის შეჯიბრი გაიმართა. 9-დან 6,5 ქულით I-II ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

1.მაკა ფურცელაძე (2280)

2.ნინო ბაციაშვილი (2280)

მესამე ადგილზე 6 ქულით ინგა ხურცილავა გავიდა.

ხომერიკმა სწრაფ ჭადრაკში იმარჯვა!

თანატოლთა შორის ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონის, ნინო ხომერიკის პირველობით დასრულდა ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი სწრაფ ჭადრაკში! გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს.

7,5-7,5 ქულით საპრიზო ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

2.მერი არაბიძე (2413)

3.სოფიკო ხუხაშვილი (2277).

სანიკიძის გამარჯვებით დასრულდა!

საერთაშორისო დიდოსტატის, თორნიკე სანიკიძის გამარჯვებით დასრულდა  გრან პრის პირველი ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში!

გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულით პირველობა ბრაზილიელ დიდოსტატ ალექსანდრ ფიერთან ერთად გაინაწილა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით დაჯაბნა მეტოქე. ასევე, დამატებითი მაჩვენებლებით და 6,5 ქულით  მესამე საპრიზო ადგილზე თამაზ მგელაძე გავიდა, ხოლო მეოთხეზე გიორგი ხომერიკი.

დამატებითი მაჩვენებლებით აზალაძემ იმარჯვა!

სამმა მონაწილემ გაინაწილა პირველობა თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ ვაჟთა გრან პრის პირველი ეტაპის ტურნირზე სწრაფ ჭადრაკში.გამარჯვებულებმა 9-დან 7-7 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

1.შოთა აზალაძე (2460)

2.გიგა ყუფარაძე (2628)

3.ნოდარ ლორთქიფანიძე (2354)

გვერდები

Top