29 ივნისს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულებს და პრიზიორებს შეხვდა.
ქართველი მოზარდები მნიშვნელოვანი საჭადრაკო ტურნირებისათვის ემზადებიან.შეხვედრას მოჭადრაკეების გარდა მათი მწვრთნელებიც და ჩემპიონატზე დელეგაციის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ: დავით კოდუა, გიორგი მაჭარაშვილი, ნიკოლოზ მანაგაძე და ა.შ.