ნიკოლოზ კაჭარავამ მესამედ შეასრულა ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატის ნორმა ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცეში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირზე და ‘ფიდეს’ უახლოესს კონგრესზე წოდება ოფიციალურად მიენიჭება! კაჭარავამ 9-დან 5,5 ქულა დააგროვა, საკუთარ რეიტინგს 6 ქულა შემატა და 45-ე ადგილზე გავიდა. შეჯიბრის მეორე ქართველმა მონაწილემ კატო ფიფიამ კი 4 ქულა დააგროვა, 231-ე საფეხურზე დაფიქსირდა და 45,6 ქულა შემატა რეიტინგს.