დ ე ბ უ ლ ე ბ ა
08.09-15.09.2019 წ. ქ. ქუთაისი.
1. ორგანიზატორი:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ორგანიზატორი:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
1. ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
08.09-15.09. 2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.
ნოდარ ლორთქიფანიძის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა თურქეთის ქალაქ სივასში გამართული საერთაშორისო ღია ტურნირი!
ბათუმელმა მოჭადრაკემ 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს.ასევე, ნოდარმა მეორედ შეასრულა საერთაშორისო ოსტატის ნორმა და საკუთარ ელო-რეიტინგს 34 ქულაც შემატა.
პროექტ ”ჭადრაკი სკოლაში” მონაწილეობის მსურველ პედაგოგთა ტრენინგი!
2019 წლის 6-7 სექტემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება პროექტ ”ჭადრაკი სკოლაში” სწავლების მსურველ პედაგოგთა სემინარი.
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 4 სექტემბრის 18:00 საათამდე.
”ჭადრაკი სკოლაში” კომისიის თავმჯდომარე - ალექსანდრე არსენიძე.
14 - დან 21 აგვისტოს ჩათვლით ქ ბათუმში გაიმართა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ‘’ შავი ზღვის დელფინი – 2019’’ 8, 10, 12 და 14 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად. მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, რუსეთის, უკრაინის და ნიგერიის მოჭადრაკეები. ორგანიზატორები – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია და აჭარის სპორტის დეპარტამენტი. 4 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა 40 გამარჯვებული, (პირველი ხუთეული).
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
20 - 29 სექტემბერი 2019 წ.
ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37ა
1. ორგანიზატორები:
1.1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
1.2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
2. ტურნირები:
მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა ევროპისა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების პრიზიორი ანასტასია კირთაძე სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე.
ქუთაისელმა მოჭადრაკემ 9-დნა 7 ქულა დააგროვა და დაძაბულ ბრძოლაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ევროპის ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად, 6 ასაკობრივ კატეგორიაში (08;10;12;14;16;18) 12 ტურნირად გაიმართა როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის.
ბრწყინვალედ იასპარეზა ქართული ჭადრაკის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში დასრულებულ უძლიერესს საერთაშორისო ტურნირზე! ბაადურმა, 9 შესაძლებლობიდან 7 პარტიაში გაიმარჯვა და მხოლოდ 2 შეხვედრაში დაზავდა მეტოქესთან! აღსანიშნავია, აგრეთვე ქართველი დიდოსტატის 33 სარეიტინგო ქულის მატება და ტურნირში ნაჩვენები მაღალი (2908) რეიტინგ-პერფომანსი!
გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა ნოდირბეკ იაკუბოევი (უზბეკეთი;2574),ხოლო მესამე ადგილზე 6,5 ქულით პარჰამ მაგსუდლუ (ირანი;2656) გავიდა.
ქალაქ ამბროლაურის მერიის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით 29 ივლისიდან - 5 აგვისტოს ჩათვლით ამბროლაურში საჭადრაკო ფესტივალი ‘რაჭა-2019’ გაიმართა.
ასპარეზობაზე 3 ქვეყნის: საქართველო,ისრაელი დ აუკრაინა 115 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ფესტივალს ფარგლებშ 8 ტურნირი(‘ღია’ კლასიკური,12წ.ჭაბუკი/გოგო;10წ.ჭაბუკი/გოგო; 08წ.ჭაბუკი/გოგო;’ღია’ ტურნირი ელვისებურ ჭადრკში) გაიმართა.
მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართულ შეჯიბრზე ელვისებურ ჭადრაკში! ქართველმა დიდოსტატმა 11-დან 9 ქულა დააგროვა და ინდოელ პრაგნანადჰასთან ერთად II - III ადგილი გაინაწილა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა კონკურენტს.ხოლო პირველობა 9,5 ქულით ირანელმა დიდოსტატმა პარჰამ მაგსუდლუმ დაისაკუთრა.
ასპარეზობის მეორე ქართველმა მონაწილემ ლუკა პაიჭაძემ 8 ქულა დააგროვა და VIII –XV ადგილი გაიყო.