ფინალისტები გამოვლინდნენ!

 

 

დასასრულს მიუახლოვდა თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატი. ნახევარფინალურ, 2 პარტიისგან შემდგარ მიკრო-მატჩში გამოვლინდა გადამწყვეტი ფინალის ორი მონაწილე.

დაძაბულად მიმდინარე ნახევარფინალში, ლუკა პაიჭაძემ - ლევან ფანცულაია დაამარცხა, ხოლო თორნიკე სანიკიძემ - კონსტანტინე შანავა. ამრიგად, ფინალში ერთმანეთს  პაიჭაძე და სანიკიძე შეებრძოლებიან.

ორი ნახევარფინალისტი ცნობილია!

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის მეოთხედფინალის გადამწყვეტ ტურში  თორნიკე სანიკიძემ  დაამარცხა ბაჩანა მორჩიაშვილი და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. პირველი გამარჯვების შემდეგ ფრე დააფიქსირა ლუკა პაიჭაძემ დავით არუთინიანთან პარტიაში და შემდეგი წრის საგზურიც მოიპოვა.

გუშინდელი მარცხის შემდეგ რევანში აიღო ლევან ფანცულაიამ გაიოზ ნიგალიძესთან დაპირისპირებაში. ორივე შეხვედრა ყაიმით დაასრულეს და ხვალინდელ დამატებითებში გაარკვევენ მომდევნო წრის საგზურის მფლობელის ვინაობას: მერაბ გაგუნაშვილი და კონსტანტინე შანავა,

მეორე წრე, პირველი ტური

საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩების პირველ შეხვედრებში 2 ყაიმი და 2 შედეგიანი პარტია დაფიქსირდა.

პარტიები მოიგეს: ნიგალიძემ - ფანცულაიასთან და პაიჭაძემ - არუთინიანთან. ყაიმით დაასრულეს შეხვედრები მორჩიაშვილმა - სანიკიძესთან და შანავამ - გაგუნაშვილთან.

ხვალ, 2 თებერვალს მონაწილეები მეორე გადამწყვეტ პარტიას ითამაშებენ.

მეორე წრე, პირველი ტური:

გვერდები

Top