ონლაინ ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში

 

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1 - 30 აპრილი, 2020 წ.

1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

    მსოფლიო პანდემიადან გამომდინარე შეწყვეტილი სატურნირო აქტივობების ონლაინ სივრცეში   გადატანა.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

    1 - 30 აპრილი, ინტერნეტ ონლაინ სივრცე www.chess.com.

3. ტურნირები:

  - ონლაინ დიდოსტატთა დახურული ტურნირები - 4 ტურნირი (კვირაში ერთი);

 - ონლაინ ღია ტურნირები - 30 ტურნირი (ყოველდღიური).

მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!

საერთაშორისო დიდოსტატის დავით მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული პირველი ‘ონლაინ’ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში! გორელმა მოჭადრაკემ 9-დან 8,5 (!) ქულა დააგროვა და მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: საერთაშორისო დიდოსტატი მერი არაბიძე და ფიდეს ოსტატი ირაკლი ახვლედიანი.

ასპარეზობა 142 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და საკმაოდ წარმომადგენლობითი გახლდათ.

ერთად ვებრძოლოთ COVID-19!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მოგიწოდებთ გავითვალისწინოთ ექიმების რეკომენდაციები და სახლში დარჩეთ!   

სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გადაიდო ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებული ტურნირები.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კარანტინში, თვითიზოლაციაში,   სახლში ყოფნა უფრო საინტერესო რომ გახდეს...

ვ უ ლ ო ც ა ვ თ!

დღეს, ქართული სპორტის გამორჩეული ფიგურის, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის 60 წლის იუბილეა!

 

ზურაბ აზმაიფარაშვილი

საერთაშორისო დიდოსტატი;

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი;

მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული;

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების ორგზის  გამარჯვებული ახალგაზრდებს შორის;

ევროპის  პირადი ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზორი;

ევროპის გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი;

ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი;

2020 წელი, ქართული ჭადრაკისთვის წარმატებათა სერიით დაიწყო!

ფენომენალურად იასპარეზა  ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში დასრულებულ  ქალთა მსოფლიო  გრან პრის მესამე ეტაპზე!  ნანამ, მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ  ტურნირზე 11 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და პირველი ადგილიც დაისაკუთრა!

გაგვახარა ვაჟთა ჭადრაკის ლიდერმაც, საერთაშორისო დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ  პირველი ადგილი დაიკავა  შვედეთის ქალაქ ვეკშიოში გამართულ  ღია საერთაშორისო ტურნირზე ‘Elite  Hotels Open 2020’!

ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება!

 

ბრწყინვალედ იასპარეზა,  ქართული  ჭადრაკის  ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში დასრულებულ  ქალთა მსოფლიო  გრან პრის მესამე ეტაპზე!  ნანამ, მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ  ტურნირზე 11 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და პირველობა რუსეთის წარმომადგენელ ალექსანდრა გორიაჩკინასთან ერთად გაინაწილა! მაგრამ, დამატებითი მაჩვენებლებით დაჯაბნა ძლიერი მეტოქე.  

6 ტურის შემდეგ...

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან პრის მესამე ეტაპი მიმდინარეობს ქართველი დიდოსტატის ნანა ძაგნიძის მონაწილეობით.

6 ტურის შემდეგ ასპარეზობას 4-4 ქულით ლიდერობენ.: ალინა კაშლინსკაია და ალექსანდრა გორიაჩკინა. 

ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ჰარიკა დრონოვალი,ნანა ძაგნიძე და ჟანსაი აბდუმალიკი.

მეშვიდე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

სტეფანოვა - კაშლინსკაია

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ, სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით გადადო 2020 წლის კალენდრით გათვალისწინებული შემდეგი ტურნირები:

1.საქართველოს ჩემპიონატი- 08;10;12 წწ. ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის; პირველი ლიგა - აღმოსავლეთის ზონა (01.03-08.03; თბილისი)  და დასავლეთის ზონა (01.03-08.03; ფოთი);

2.დედის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში (03.03.2020);

დღეიდან, ლოზანაში...

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, სტარტი აიღო ქალთა მსოფლიო გრან პრის  მესამე  ეტაპმა  ნანა ძაგნიძის  მონაწილეობით.

ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება 12 მონაწილეს შორის. სათამაშო  დღეები: 2-7; 9-13 მარტი; დასვენების დღე 8 მარტი;

პირველ ტურში ძაგნიძე  შავი ფიგურებით მსოფლიოს ექსჩემპიონს,ალექსანდრა კოსტენიუკს დაუპირისპირდება.

გრან პრის მესამე ეტაპზე მონაწილეობენ:

გვერდები

Top