ჩინეთში, აჟღერებული ქართული ჰიმნი!

 

5 წლის წინ, 28 აპრილს, ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მასპინძელთა გუნდი დაამარცხა და პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული!
მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას იცავდნენ: ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი,მერი არაბიძე,ნინო ბაციაშვილი,სალომე მელია;გუნდის მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა; კაპიტანი დავით ჯოჯუა.
ქართული ჭადრაკის ამ უდიდესი მიღწევის აღნიშვნას ცოტა სხვაგვარად ვაპირებდით, მაგრამ სამწუხაროდ მსოფლიოში გამეფებული პანდემიის გამო ჩვენი გეგმებიც ჩაიშალა

ქვეყნის პირველი ონლაინ ჩემპიონატი ნიკა ვოლკოვის გამარჯვებით დასრულდა!

მსოფლიოში გამეფებულმა პანდემიამ ყველა ქვეყანა და სფერო მოიცვა, გამონაკლისს არც  სპორტი შეადგენს.

ერთი წლით გადაიდო ზაფხულის ოლიმპიადა, გადაიდო და გაუქმდა უამრავი ჩემპიონატი თუ საერთაშორისო ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაც.

ევროპის ონლაინ ჩემპიონატი

 დებულება

მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც მიეკუთვნება ევროპის რომელიმე ეროვნულ ფედერაციას. ფიდეს ID არ მქონე მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა თუ ისინი წარდგენილნი იქნებიან მათი ქვეყნის ეროვნული ფედერაციის მიერ.

E ტურნირში რეიტინგ კატეგორია 2300 და მეტი. ევროპის საჭადრაკო კავშირს აქვს უფლება დაუშვას 4 ნომინანტი პირდაპირ ნოკაუტ ეტაპზე

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და Chess.com-ის ადმინისტრაციის შეთანხმებით, საქართველოს პირველ ონლაინ ჩემპიონატს მონიტორინგს გაუწევს Chess.com-ის ‘ანტი-ჩითინგის’ საუკეთესო  გუნდი. პარტიები გაირჩევა Chess.com-ის გუნდის მიერ და საბოლოო შედეგის გამოსაცხადებლად საჭიროა  გარკვეული დრო.

შეგახსენებთ, დებულების შესაბამისად - მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან Chess.com - ის საზოგადოების წესები და პრინციპები.

საქართველოს პირველი ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში 'სოკარის თასი'

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

23 აპრილი, 2020 წ.

1. ორგანიზატორები:

  - საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;

  - სოკარ ენერჯი ჯორჯია.

2. მიზანი და ამოცანები:

- საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

გაგუნაშვილის პირველობით დასრულდა!

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, საერთაშორისო დიდოსტატის მერაბ გაგუნაშვილის პირველობით დასრულდა, 'ონლაინ' საჭადრაკო პლატფორმაზე 'chess.com' გამართული შეჯიბრი ელვისებურ ჭადრაკში!

გაგუნაშვილმა 8-დან 6,5 ქულა დაააგროვა და ერთპიროვნულად გაიმარჯვა.ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა, ქვეყნის ერთ-ერთმა უძლიერესმა მოთამაშემ სწრაფ ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატმა გიგა ყუფარაძემ.

5,5 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3.ნიკოლოზ პეტრიაშვილი;4.დავით მაღალაშვილი.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მერი არაბიძემ აჩვენა. 

ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, სწრაფ ჭადრაკში ქართული გრან პრის მრავალგზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატ გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა chess.com-ზე გამართული დახურული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში! გამარჯვებულმა 10-დან 8 ქულა დაგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო საერთაშორისო ოსტატ სოფიკო ტერელაძეს. მესამე ადგილზე 7 ქულით საერთაშორისო ოსტატი ნიკოლოზ პეტრიაშვილი გავიდა.ქალთა შორის პრიზი კი საერთაშორისო დიდოსტატმა მერი არაბიძემ დაისაკუთრა

ძაგნიძე მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეთა შორისაა!

საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის ‘ფიდე’ ოფიციალურ ვეგვერდზე ყოველთვიური რეიტინგები გამოქვეყნდა. მსოფლიოს 100 უძლიერესს ვაჟთა ასეულს, მომქმედი მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ლიდერობს  2863 ქულით.ხოლო ქალთა შორის ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი - 2658 ქულით.

Top