ქართველმა მოჭადრაკეებმა ამჯერზე ბერძნები დაჯაბნეს!

მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა. ამჯერზე მათი მეტოქე ბერძენთა ნაკრები გახლდათ. პირველივე სამატჩო დღეს ჩვენებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს: 63-49!

განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი და 4-დან 4 ქულა დააგროვეს:

კატო ფიფიამ, ნია დონღვანმა, ლუკა კილაძემ და კესარია მგელაძემ. ასევე დანაკარგის გარეშე იასპარეზა მართა სორდიამ - 2-დან 2 ქულა.

მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!

 

მეექვსე ონლაინ ტურნირი,ელვისებურ ჭადრაკში,
საერთაშორისო დიდოსტატის დავით მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაზე - chess.com გამართული ექვსი ელვისებური ტურნირიდან 3 (!) მაღალაშვილის გამარჯვებით დამთავრდა!

გამარჯვებულმა 10-დან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ გიგა ყუფარაძეს!

კაჭარავამ ფინალში წარმატებით იასპარეზა!

აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ უძლიერესს, ახალგაზრდულ  საერთაშორისო ონლაინ-ტურნირზე ‘International Tehsil Cup, წარმატებით იასპარეზა ნიკოლოზ კაჭარავამ.

ტურნირი  2 ეტაპად, 2 დღეს მიმდინარეობდა, საჭადრაკო ონლაინ-პლატფორმაზე:Chess.com

 ქართველი მოჭადრაკეებიდან მხოლოდ კაჭარავამ მოიპოვა ფინალის საგზური, სადაც 11-დან 7,5 ქულით, V-VII  ადგილები გაინაწილა.

პირველ ადგილზე  9,5 ქულით ერთპიროვნულად გავიდა ერიგასარჯუნი, ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ნოდირბეკ აბდუსატოროვმა, ხოლო 8,5 ქულით მესამე საპრიზო ადგილზე შადვან რაუნაკი განთავსდა.

მეორე სამატჩო დღეც წარმატებული გამოდგა....

რუმინელებთან დაპირისპირების მეორე სამატჩო დღემაც ქართველი მოზარდების უპირატესობით ჩაიარა.

გოგონებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს: 33-27!

ხოლო, ჭაბუკები დამარცხდნენ ანგარიშით: 29-31...

პირად შეხვედრებში საუკეთესო შედეგები დააფიქსირეს:

4-დაა 4 ქულა! - ნია დონღვანი,რუსუდან მაღლაკელიძე,კესარია მგელაძე,ნიკოლოზ კაჭარავა,ანდრია კვირიაშვილი.

4-დან 3,5 ქულა ჩაიწერეს აქტივში: კატო ფიფიამ,  ლუკა კილაძემ და ანდრია გაბადაძემ;

საბოლოოდ 2 დღის თამაშების საერთო ჯამით დამაჯერებლად  გაიმარჯვეს ქართველმა მოზარდებმა- 128-110!!!

ქართველმა მოზარდებმა, დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს!

 

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინელი თანატოლები დიდი ანგარიშით დაამარცხა!

შეგახსენებთ, პირველ სამატჩო დღეს, 4 პარტია გაიმართა, (2-2 პარტია -  15 წუთი+10 წამი და 3 წუთი+2 წამი)

გოგონათა ნაკრებმა გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა  რუმინელები: 37.5- 21,5!

ხოლო, ჭაბუკთა გუნდმა თანატოლები შემდეგი ანგარიშით დაჯაბნა: 31,5-28,5!

ქართველი მოზარდები რუმინელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან!

მიუხედავად, ჩვენს გარშემო  არსებული მძიმე სიტუაციისა,საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აგრძელებს აქტიურ  მუშაობას ონლაინ-სივრცეში.

 8 და 10 მაისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რუმინელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

თითოეული გუნდის შემადგენლობაში: 10;12;14;16;18 წლამდე  3-3 გოგონა და ჭაბუკი.

ერთა თასს ჩინეთი ლიდერობს

ერთა თასის გათამაშებას 4 ტურის შემდეგ 7 სამატჩო  ქულით ჩინეთი ლიდერობს. 5-5 ქულით საპრიზო ადგილებს ინაწილებენ: ევროპა და აშშ.

4.რუსეთი - 4  ქულა; 5.დანარჩენი მსოფლიო - 2;6.ინდოეთი - 1 ქულა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის  ნაკრებ გუნდში მოასპარეზე ნანა ძაგნიძემ მეოთხე ტურში აშშ-ს წარმომადგენელი ანა ზატონსკიხი დაამარცხა.

პირველი წრის დასკვნით მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ინდოეთი - რუსეთი;აშშ-ჩნეთი;დანარჩენი მსოფლიო - ევროპა.

'ერთა თასი'

დღეს, საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘Chess.com’-ზე სტარტს აიღებს და 10 მაისამდე გასტანს ონლაინ ‘ერთა თასი’. ერთმანეთს შეეჯიბრებიან: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს გუნდები.

4 მაისს გამართული კენჭისყრის შედეგად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ევროპა - რუსეთი; ჩინეთი-დანარჩენი მსოფლიო; ინდოეთი-აშშ;

აღსანიშნავია, რომ ევროპის ნაკრების სახელით ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე იასპარეზებს.

საკვირაო ტურნირზე, მორჩიაშვილმა იმარჯვა

ტრადიციული, საკვირაო  ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში, საერთაშორისო ოსტატის, ბაჩანა მორჩიაშვილის გამარჯვებით დასრულდა!

გამარჯვებულმა 12-დან 9 ქულა დააგროვა    და ნახევარი ქულით გაუსწრო წინა ტურნირის გამარჯვებულს, დავით მაღალაშვილს!

8-8 ქულით II-V ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

3.ირაკლი ახვლედიანი;

4.გიგა ყუფარაძე;

გილოცავთ!

ლეგენდარული ჩემპიონი 79 წლის გახდა!

ნონა გაფრინდაშვილი

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული

1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები

გვერდები

Top