საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, სწრაფ ჭადრაკში ქართული გრან პრის მრავალგზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის, გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა chess.com-ზე გამართული რიგით მეცამეტე დახურული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში!
ყუფარაძემ 8-დან 7,5 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ საერთაშორისო ოსტატ ნოდარ ლორთქიფანიძეს.
მესამე ადგილზე 5,5 ქულით საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის მერი არაბიძე გავიდა. ვაჟთა სამეულში მოხვედრასთან ერთად მერიმ ქალთა შორის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.