18 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (სეუ,) ევროპის ახალგაზრდული ‘ონლაინ’ ჩემპიონატის გახსნა გაიმართა!
მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ,ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა გია კავთელიშვილმა და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა.