ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბაგატუროვის და ქასოშვილის გამარჯვებით დასრულდა...

საერთაშორისო დიდოსტატ გიორგი ბაგატუროვის პირველობით დასრულდა თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული საქართველოს ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის!

გამარჯვებულმა 7-დან 6,5 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ივანე სიფრაშვილს.5 ქულა დააგროვეს III-IV ადგილები გაიყვეს : ზაზა ხოფერიამ (III)  და სერგო ცომაიამ (IV).

ქალთა შორის მხოლოდ 3 მონაწილე დაფიქსირდა და ორ წრედ ჩატარებულ  ტურნირში პირველობა არავის დაუთმო ციალა ქასოშვილმა 3,5 ქულით. 2,5 ქულით მეორე ადგილზე გიული ალიხანაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი თამარ ჭანტურიას ერგო.

აღსანიშნავია, რომ I ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა  2020 წლის მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს.

ტექნიკური შედეგები:

ვაჟები; ქალები

დებულება

ფოტოგალერეა

  • სათაური: ბაგატუროვის და ქასოშვილის გამარჯვებით დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-02-2020 7:48 PM
  • Tags:
Top