ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბელა ხოტენაშვილმა ფანტასტიური შედეგით გაიმარჯვა!

ბელა ხოტენაშვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა  საჭადრაკო ფესტივალ ‘მაიას თასის’ ქალთა ‘B’ ტურნირში! უძლიერესი შემადგენლობის ტურნირში ბელამ, ფანტასტიური შედეგი დააფიქსირა - რვა გამარჯვება და მხოლოდ ერთი ყაიმი!ამასთანავე, 52,2 სარეიტინგო ქულაც მოიმატა.

გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა ნინო ხომერიკი, ხოლო მესამე ადგილზე 7 ქულით სოფიკო ხუხაშვილი გავიდა.

ღია  ტურნირის ტექნიკური შედეგები:

I    ადგილი - ბელა ხოტენაშვილი (2371) – 8,5 ქულა;

II   ადგილი - ნინო ხომერიკი (2320) – 7,5 ქულა;

III  ადგილი- სოფიკო ხუხაშვილი (2303)– 7 ქულა;

IV  ადგილი - ალექსანდრა ვახანია (2188) – 6,5 ქულა;

V    ადგილი- ნინო ბაციაშვილი    (2349) – 6 ქულა;

VI   ადგილი -  მერი არაბიძე         (2402) – 5,5 ქულა;

VII  ადგილი - ლელა ჯავახიშვილი  (2377) – 5,5 ქულა;

აღსანიშნავია, 20 წლამდე ასაკის საქართველოს მომქმედი ჩემპიონის ელენე წოწონავას  წარმატება, რომელმაც ორ კატეგორიაში:14 წლამდე და 2000< რეიტინგის მონაწილეთა შორის აჩვენა საუკეთესო შედეგი.

სხვადასხვა კატეგორიებში საპრიზო ფონდი შემდეგნაირად განაწილდა:

U14 -  ელენე წოწონავა (1616) – 5 ქულა;

ELO 2000 < - ლილე ქორიძე  (1900)- 65 ქულა;

ELO 1800 < - დიანა ლომაია  (1679)- 4,5 ქულა;

ELO 1400 <  - ანასტასია კირთაძე (1359) - 4 ქულა.

ქალთა ასპარეზობაზე  32 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის ორი ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, ოთხი ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, ექვსი ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატი, ერთი ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი და ერთი ფიდეს ოსტატი.

საპრიზო ფონდი  8750 ლარს შეადგენდა,  რომელიც შემდეგნაირად განაწილდა:

1- 2500; 2- 1750; 3- 1200; 4 – 1000; 5 – 700; 6 – 500; 7 - 300

U14 – 200

ELO 2000< - 200

ELO 1800 < -200

ELO 1400 < - 200

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: ბელა ხოტენაშვილმა ფანტასტიური შედეგით გაიმარჯვა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-09-2019 2:55 AM
  • Tags:
Top