დიდი წარმატებით იასპარეზა დავით ნემსაძემ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში 12 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის!
ქუთაისელმა მოზარდმა 9-დან 7 ქულით II-IV ადგილი გაინაწილა მიხეი ნავუმენკასა(ბელორუსია) და ლუკა რისტიჩტან ერთად. ხოლო, ჩემპიონის
ტიტული 8 ქულით ივან საველიევმა (რუსეთი) დაისაკუთრა.