ბლოგი

ს ა მ ძ ი მ ა რ ი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქართული საჭადრაკო ოჯახის  წევრის, საერთაშორისო არბიტრის სულიკო მეგრელიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

პანაშვიდი: 2-3 ივლისი 17:00 საათიდან;

მისამართი:თბილისი, ყიფშიძის 4, II სადარბაზო, X სართული.

გამოსვენება: 4 ივლისს,14:00 საათზე, ვაკის სამების ეკლესიიდან.

 

მეორე კორპორატიული ჩემპიონატი

ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს რიგით მეორე კორპორატიული პირველობა.

ჩემპიონატში სხვადასხვა ბიზნეს კომპანიების (კორპორაციების) 18 გუნდი მონაწილეობდა. გუნდი 4 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშისგან შედეგბოდა, ამასთანავე აუცილებელი პირობა გახლდათ შემადგენლობაში კომპანიის 2 თანამშრომელის მონაწილეობა.

შეხვედრა გამარჯვებულებთან!

29 ივნისს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულებს და პრიზიორებს შეხვდა.

ქართველი მოზარდები მნიშვნელოვანი საჭადრაკო  ტურნირებისათვის ემზადებიან.შეხვედრას მოჭადრაკეების გარდა მათი მწვრთნელებიც და ჩემპიონატზე დელეგაციის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ: დავით კოდუა, გიორგი მაჭარაშვილი, ნიკოლოზ მანაგაძე და ა.შ.

მსაჯთა სემინარი ბაქოში

 აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში (21-24.06)  ჩატარებულ მსაჯთა სემინარში,რომელშიც 14 ქართველმა მსაჯმა მიიღო მონაწილეობა და წარმატებით გაიარა შემდგომი ტესტირება.

სემინარი აზერბაიჯაინის საჭადრაკო ფედერაციის და  ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის,  მაირ მამედოვის მხარდაჭერით  მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ხოლო, ფიდეს ლექტორების: ფაიკ გასანოვის და  ვადიმ ციპინის ხელმძღვანელობით საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -14, 16, 18 წ.წ. ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (01.10-13.10.2019,  ქ. მუმბაი, ინდოეთი) გამგზავრების მსურველებმა გთხოვთ მიმართოთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალურ მდივანს, სოფიო გვეტაძეს:  2019 წლის 28 ივნისიდან - 5 ივლისამდე.

IA Workshop in Baku...

The Georgian Chess Federation would like to express sincere gratitude for the wonderful IA Workshop held in the capital of Azerbaijan, Baku (June 21 – June 24, 2019). The IA Workshop was organized at the highest level by the support of Azerbaijan Chess Federation and FIDE vice-president Mahir Mammedov. Moreover, FIDE lecturers –IA Faiq Gasanov and IA Vadim Tsypin – made the IA Workshop exceptionally interesting and engaging.

გვერდები

Top