ბლოგი

ევროპის გუნდური ჩემპიონატის შეჯამება

7 ნოემბერს, 14:00 საათზე,ქართული ჭადრაკის ისტორიის მუზეუმში, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ საქართველოს ქალთა ნაკრებთან გაიმართა შეხვედრა. უმცროს კოლეგებს წარმატება მიულოცეს სახელოვანმა ქართველმა ჩემპიონებმა: ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძემ,ნანა ალექსანდრიამ,

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

კახეთის ჭადრაკის ფედერაციის განცხადება!

8 ნოემბერს 11:00 თელავის საჭადრაკო კლუბში გაიმართება კახეთის რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა.

საქართველოს ქალთა ნაკრები - ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

ბათუმში, დასრულებული ევროპის  რიგით, XXII გუნდური ჩემპიონატის დასკვნით, მეცხრე ტურში საქართველოს ქალთა პირველმა ნაკრებმა 3:1 დაამარცხა ქალთა მეორე გუნდი და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ქართული გუნდების ტექნიკური შედეგები:

ქალები:

საქართველო  (II) 3 : 1   საქართველო  (I)

პოლონეთი            4 : 0   საქართველო  (III)

ვაჟები

ს ა მ ძ ი მ ა რ ი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქართული საჭადრაკო ოჯახის წევრის, სენიორთა შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულის და პრიზიორის, საერთაშორისო დიდოსტატის თამარ ხმიადაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

დასკვნითი ტურის წინ...

ევროპირველობის ბოლოსწინა ტურში, ქართველმა ქალებმა დიდი ანგარიშით- 3:1, უკრაინის უძლიერესი გუნდი დაამარცხეს და 13 ქულით მეორე საპრიზო ადგილზე იმყოფებიან. ასევე გაიმარჯვა ქალთა მეორე ნაკრებმაც იტალიის გუნდთან, უფროსებს არც პატარები ჩამორჩნენ და ახალგაზრდული ნაკრების მსხვერპლი გერმანელთა ძლიერი გუნდი აღმოჩნდა!ბოლო, დასკვნით ტურში ერთმანეთს საქართველოს ქალთა პირველი და მეორე ნაკრები დაუპირისპირდება, ხოლო ახლაგაზრდები პოლონელებთან მოცდიან ძალებს.

ქართველმა ქალებმა სერბები 'გაანადგურეს'!

ბათუმში, მიმდინარე ევროპირველობის მეექვსე  ტურში ქართველმა ქალებმა  ‘მშრალი’ ანგარიშით - 4:0 სერბეთის ნაკრები გაანადგურეს! მომდევნო ტურში ჩვენი ქალები აზერბაიჯანის გუნდს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანლებმა დღევანდელ ტურში პირველი ქულა დააკარგინეს რუსეთის ქალთა გუნდს.

ზედიზედ მესამე გამარჯვება!

ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა საქართველსო ქალთა პირველმა ნაკრებმა! ამ ჯერზე მათი მსხვერპლი რუმინეთის გუნდი გახდა. 3 ტურის შემდგე ჩვენები პირველობას რუსეთისა და იტალიის გუნდებთან ინაწილებენ. მომდევნო ტურში მათი მეტოქე რუსეთის ძლიერი ნაკრები იქნება.

რუმინეთი - საქართველო (I)

ირინა ბულმაგა (2442)  - ნანა ძაგნიძე (2502) 

კორინა პეპტანი (2371) ½:½ ლელა ჯავახიშვილი (2457)

გვერდები

Top