ბლოგი

ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს!

ნინო ბაციაშვილი, ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს!

ფინიშამდე ერთი ტურით ადრე მის აქტივში 6,5 ქულა და ნახევარქულიანი სხვაობაა უახლოესს კონკურენტებთან: ბელა ხოტენაშვილსა და მერი არაბიძესთან.

დასკვნით ტურში განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს ლიდერების: ბაციაშვილის და ხოტენაშვილის დაპირისპირება.

VIII ტურის შედეგები:

შავი დღე შავებისთვის...

 

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეშვიდე ტურში შავი ფერით მოთამაშე მონაწილეები 4 შეხვედრაში დამარცხდნენ, ხოლო ერთი პარტია ყაიმით დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაში გაიამრჯვა და ფინიშამდე 2 ტურით ადრე ერთპიროვნულად დაწინაურდა, ონლაინ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი ქალთა შორის, ნინო ბაციაშვილი!

VII ტურია შედეგები:
ხუხაშვილი (2339)  ½ : ½ ხოტენაშვილი(2458) 

ბაციაშვილი  (2457) 1 : 0  გვეტაძე (2308)

მაიას თასის პირველი ეტაპი ახვლედიანის გამარჯვებით დასრულდა!

ფიდეს ოსტატ ირაკლი ახვლედიანის გამარჯვებით დასრულდა მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშების პირველი ეტაპი ონლაინ ჭადრაკში!

ასპარეზობა საერტაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘chess com’ არსებულ მაია ჩიბურდანიძის  კლუბში გაიმართა და მასში 6 ქვეყნის (საქართველო,საფრანგეთი,სინგაპური,უკრიანა,მალაიზია,სომხეთი) 72 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 13 ტურად გაიმართა შემდეგი დროის კონტროლით: 3 წუთი მთელ პარტიაზე 2 წამის დამატებით პირვლეივე სვლიდან.

ორი მესამედი გაიარეს...

საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის მონაწილეებმა დისტანციის ორი მესამედი გაიარეს და საჭადრაკო ბრძოლები  სულ უფრო და უფრო მწვავდება. დღევანდელ ტურში მხოლოდ ერთი პარტია დასრულდა ყაიმით.  

ჩემპიონატს 4,5-4,5 ქულით: ბაციაშვილი,გვეტაძე და ხოტენაშვილი ლიდერობენ.

მეექვსე ტურის შედეგები:

ხოტენაშვილი(2458) 1: 0  მელია (2370)

ხომერიკი (2319)  ½ : ½    არაბიძე (2428)

წარმატებული დღე... შავებისთვის!

დღევანდელი ტური შავი ფერის ფიგურებით მოთამაშე მონაწილეების უპირატესობით გაიმართა.ორი პარტია ყაიმით დასრულდა, ხოლო დანარჩენ სამ შეხვედრაში შავებმა გაიმარჯვეს!

მეოთხე ტურის შედეგები:

ხოტენაშვილი(2458) ½ : ½    არაბიძე (2428)

 მელია (2370) ½ : ½  ჯავახიშვილი (2475)

ხომერიკი (2319) 0 : 1 ბაციაშვილი  (2457)

ვახანია (2138) 0 : 1  ხუხაშვილი (2339)

ერთპიროვნულად დაწინაურდა!

მხოლოდ, ერთი ყაიმი დაფიქსირდა საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის მესამე ტურში ლელა ჯავახიშვილსა და მერი არაბიძეს შორის. ბელა ხოტენაშვილმა დაამარცხა ჩემპიონატის დებიუტანტი ელენე წოწონავა და  2,5 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა. 2-2 ქულით  II-V ადგილებს ინაწილებენ:სოფიო გვეტაძე, სალომე მელია, ნინო ხომერიკი და მერი არაბიძე.

მესამე ტურის შედეგები:

წოწონავა (2012) 0 : 1  ხოტენაშვილი(2458) 

გვეტაძე (2308)  1 : 0 ვახანია (2138)

არცერთი ყაიმი!

უშეღავათო ბრძოლები გაიმართა საქართველოს 77-ე ჩემპიონატის პირველივე დღეს! ხუთ პარტიაში არცერთი ფრე არ დაფიქსირებულა!

პირველი ტურის შედეგები:

ვახანია (2138) 0 : 1  ხოტენაშვილი (2458)

წოწონავა (2012) 0 : 1  ხომერიკი (2319)

გვეტაძე (2308) 1 :0 მელია (2370)

ხუხაშვილი (2339) 0 : 1 არაბიძე (2428)

ბაციაშვილი  (2457) 1: 0  ჯავახიშვილი (2375)

მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

ხოტენაშვილი(2458)  - ჯავახიშვილი (2475)

არაბიძე (2428) ბაციაშვილი  (2457)

მელია (2370) - ხუხაშვილი (2339)

ვახანია (2138) -  წოწონავა (2012)

გვერდები

Top