ბლოგი

ჭადრაკის საერთაშორისო დღე ვერის ბაღში!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ჭადრაკის საერთაშორისო დღე, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ,    ვერის ბაღში საზეიმო ვითარებაში აღნიშნა.

ღონისძიების ფარგლებში  გაიმართა:

საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის გახსნა,

წიგნის "წარმატება წლიდან წლამდე" წარდგენა,

ერთდროული თამაშის სეანსი  საქველმოქმედო მარათონის  #ითამაშეჭადრაკიდაეხმარესამშობლოს  მონაწილეებთან,

ჭადრაკის ფედერაციის ონლაინ ტურნირების გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება

ერთად აღვნიშნოთ ჭადრაკის დღე ვერის ბაღში!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 20  ივლისს,17:00 საათზე, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. 
ქართული ჭადრაკის ყველა ქომაგს გეპატიჟებით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის გახსნა
წიგნის "წარმატება წლიდან წლამდე" წარდგენა
საქველმოქმედო მარათონის #ითამაშეჭადრაკიდაეხმარესამშობლოს მონაწილეებთან ერთდროული თამაში სეანსი.
ჭადრაკის ფედერაციის ონლაინ ტურნირების გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება.

ქართველი მოზარდები უკრაინელებს შეეჯიბრებიან!

15 ივლისს, საქართველოს ახალგაზრდული გუნდი უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

თითოეული გუნდის შემადგენლობაში: 18 წლამდე 8 ჭაბუკი და 4 გოგონაა.

შეხვედრათა რეგლამენტი: 2 პარტია ( 15 წუთი+10 წამი)  და 4 პარტია (3 წუთი+2 წამი); მატჩი გაიმართება: 15 ივლისს,19:00 საათზე საჭადრაკო პლატფორმაზე:lichess.org

ონლაინ რეჟიმში პარტიების ჩვენება

ზუგდიდის საჭადრაკო გუნდის ბრინჯაო აბუ-დაბის საერთაშორისო ონლაინ გუნდურ ტურნირზე!

 

3 - 4 ივლისს აბუ-დაბის (არაბთა გაერთიანებული საამიროები) საჭადრაკო კლუბის ორგანიზებით საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘CHESS.COM’ სწრაფ ჭადრაკში ონლაინ გუნდური ტურნირი გაიმართა.

ტურნირზე 10 გუნდი მონაწილეობდა და   წრიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. ასპარეზობაზე   საქართველოს სახელით მოასპარეზე ზუგდიდის  გუნდის გარდა მონაწილეობდნენ: არაბთა გაერთიანებული საამიროები (ორი გუნდი), აზერბაიჯანი, სლოვენია, ინდოეთი, რუმინეთი, სირია, უკრაინა, უზბეკეთი.

საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

20-30 ივლისი, 2020 წ, ჭადრაკის სასახლე, თბილისი.

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

20.07-30.07.2020 წ. ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე.

სისტემა და დროის კონტროლი:

გვერდები

Top