ბლოგი

საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი U12; U16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

11-15 დეკემბერი 2020 წ. 

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

11.12-15.12. 2020  წ.   ონლაინ პლატფორმა www.chess.com

მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

12 წლამდე - 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

- 16 წლამდე - 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

ქართველი ბავშვების ტრიუმფით დასრულდა!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქვემო სილეზიის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციათა თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა საჭადრაკო ფესტივალი კრისტინა რადზიკოვსკას მემორიალი.
მემორიალის ფარგლებში ჩატარდა მოზარდთა საერთაშორისო ტურნირი ქართველი ნორჩ მოჭადრაკეების მონაწილეობით. 82 მოზარდის მონაწილეობით გამართული ტურნირი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ქართველი ბავშვების ტრიუმფით დასრულდა!
საერთო ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმო დავით ნემსაძემ ,ხოლო მესამეზე დენიელ საფაროვი გავიდა

საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში;U10 ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

1 - 6 დეკემბერი 2020 წ. 

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

01.12-06.12. 2020  წ.   ონლაინ პლატფორმა www.chess.com

მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

10 წლამდე - 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;სისტემა და კვალიფიკაცია:

- ტურნირები ტარდება შვეიცარული სისტემით 9 ტურად.   

საქართველოს ქალთა ნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა პოლონეთის გუნდი!

 

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გამართა მსოფლიო ტოპ-ათეულის წარმომადგენელ პოლონეთის ნაკრებთან! პაექრობა 3 დღეს მიმდინარეობდა, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, შემდეგი რეგლამენტით: 10 წუთი მთელ პარტიაზე, პირველივე სვლიდან 10 წამის დამატებით;3 წუთი პარტიაზე+2 წამი პირველივე სვლიდან.

სამი დღის განამავლობაში 24 მატჩი გაიმართა და საბოლოოდ,  ქართველმა მოჭადრაკეებმა ანგარიშით:74,5 :  57,5 (37,5:28,5;37:29) გაიმარჯვეს!

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლელა ჯავახიშვილი დასახელდა - მის აქტივში 24-დან 17 ქულაა!

საქართველოს ქალთა გუნდის შემადგენლობა:

ნონას თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

დასრულდა ნონა გაფრინდაშვილის თასის ონლაინ გათამაშება.
ასპარეზობა 3 ეტაპად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენდა 
პირველ ეტაპზე ქალთა შორის 1900<, ხოლო ვაჟთა შორის 2000< რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები შეეჯიბრნენ ერთმანეთს, მეორე ეტაპზე კი უკვე უმაღლესი წოდების მქონე და ეროვნული ნაკრების წევრები ჩაერთნენ თამაშში.
საბოლოოდ, ქალთა და ვაჟთა შორის 1-16 ადგილზე გასული მოჭადრაკეები ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრნენ.
 გამარჯვებულები კი დაძაბულმა ფინალმა გამოავლინა.

ესაძემ და კილაძემ, დამაჯერებლად გაიმარჯვეს!

დასრულდა ნონა გაფრინდაშვილის თასის პირველი ეტაპის გათამაშება.

ქალთა შორის ბრწყინვალე იასპარეზა თამარ ესაძემ! მან, 9 შესაძლებლობიდან 7 შეხვედრაში გაიმარჯვა და მხოლოდ 2 პარტია დაასრულა ყაიმით!

7 ქულით მეორე ადგილზე დეა ბედოშვილი გავიდა, ხოლო III-IV ადგილები, 6,5 ქულით: ელენე წოწონავამ და თამარ ლაგაზაურმა გაიყვეს.

ბაციაშვილმა, პორტუგალიაში იმარჯვა!

საქართველოს ჩემპიონმა ქალთა შორის, ნინო ბაციაშვილმა დიდი წარმატებით იასპარეზა პორტუგალიაში გამართულ ძლიერ საერთაშორისო ტურნირზე ვაჟთა შორის!

ნინომ, 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და პირველობა სომხეთის წარმოამდგენელ კარენ გრიგორიანთან ერთად გაინაწილა. ამასთანავე ქართველმა მოჭადრაკემ საკუთარ რეიტინგ-ლისტს 15 სარეიტინგო ქულა შემატა!

ტექნიკური შედეგები

გვერდები

Top