ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბრინჯაო, ევროპაზე!

მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა ევროპისა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების პრიზიორი ანასტასია კირთაძე  სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში  დასრულებულ  ევროპის ახალგაზრდულ  პირველობაზე.

ქუთაისელმა მოჭადრაკემ 9-დნა 7 ქულა დააგროვა და დაძაბულ ბრძოლაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ევროპის ჩემპიონატი  შვეიცარული სისტემით 9 ტურად, 6 ასაკობრივ კატეგორიაში (08;10;12;14;16;18) 12 ტურნირად გაიმართა როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა  შორის.

ბრატისლავაში სულ 48  ქვეყნის 1300-ზე მეტი მოზარდი შეეჯიბრა ერთმანეთს ევროპის ჩემპიონის ტიტულისათვის თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში. საქართველოს ღირსებას ჩემპიონატზე 23 მოზარდი იცავდა.

 ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი:

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

სხვადასხვა  წლებში ევროპის  ასაკობრივი ჩემპიონატების  ქართველი გამარჯვებულები;

10 წლამდე:

ნანა ძაგნიძე     (1997);

ნაზი პაიკიძე    (2003);

მერი არაბიძე    (2004);

12 წლამდე:

ვალერიან გაფრინდაშვილი (1993;1994);

ანა მათნაძე       (1994; 1995);

ნანა ძაგნიძე       (1999);

ნაზი პაიკიძე     (2005);

მერი არაბიძე    (2006);

14 წლამდე:

გიორგი მარგველაშვილი (2004);

დავით ბენიძე      (2005);

ანა მათნაძე          (1997);

ლელა ჯავახიშვილი (1998)

ნაზი პაიკიძე      (2007);

მერი არაბიძე      (2008);

16 წლამდე:

ანა მათნაძე          (1998);

 ნაზი პაიკიძე       (2008);

მარიამ  დანელია  (2010);

18 წლამდე:

მიხეილ მჭედლიშვილი (1997);

 ზვიად იზორია             (2001);

ინგა ჭარხალაშვილი     (2001);

სალომე მელია              (2004; 2005);

ქეთი წაწალაშვილი       (2010);

ნინო ხომერიკი              (2015;2016 )

 

  • სათაური: ბრინჯაო, ევროპაზე!
  • ავტორი:
  • თარიღი: 11-08-2019 9:52 PM
  • Tags:
Top