ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წარდგინება ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში  დღეს მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ტექნიკური წარდგენა გაიმართა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმში მიმდინარე მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ტექნიკური მხარდამჭერი და ერთერთი პარტნიორი BTU იქნება.უნივერსიტეტი  უზრუნველჰყოფს ოლიმპიადის საეთეროს სამონტაჟოს, გაშუქებისათვის  მაღალტექნოლოგიური კომპიუტერებით.ამავე დროს BTU-ში სპეციალური ლაბორატორიაა შექმნილი სადაც მაღალი წარმადობის კომპიუტერებით საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული წევრთა მომზადება მიმდინარეობს.

დამსწრეებს  სიტყვით მიმართეს მსოფლიოს  43-ე საჭადრაკო  ოლიმპიადის წინა მოსამზადებელ პერიპეტიებზე  ესაუბრნენ: მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი,

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე

და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი  მიხეილ  ბატიაშვილი.

წარდგენის დასრულების შემდეგ  BTU-ს  სტუდენტებმა  საჭადრაკო თემატიკაზე გამართულ  ვიქტორინაში და ასევე 43 -ე საჭადრაკო ოლიმპიადის  ფარგლებში მიმდინარე  ონლაინ პროექტში, ‘მილიონი სვლა’ მიიღეს აქტიური მონაწილეობა.  მათ  ამხანაგური შეხვედრა  ქუთაისის   აკაკი წერეთლის სახელობის  უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს.

 

ფოტოგალერეა

 

  • სათაური: წარდგინება ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში
  • ავტორი:
  • თარიღი: 28-06-2018 6:25 PM
  • Tags:
Top