
წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა საფრანგეთის პირველ ‘ონლაინ’ ღია ჩემპიონატზე! ბაადურ ჯობავამ 15-შესაძლებლობიდან 11,5 ქულა დააგროვა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.ხოლო, პირველობა ვასილი ივანჩუკმა დაისაკუთრა 13 ქულით.
ასევე, ბაადურმა მოიპოვა სუპერფინალის საგზური რომელიც დღეს გაიმართება ჩემპიონატში I-XVI ადგილზე გასულ მონაწილეებს შორის.
აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ნინო ბაციაშვილმა აჩვენა 11 ქულით!
ასპარეზობაზე კიდევ 3 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა: ნინო მაისურაძე, ბეგლარ ჯობავა და ბაჩანა ჩაბრაძე.
შეჯიბრი 708 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 15 ტურად გაიმართა.

- სათაური: წარმატება, საფრანგეთის ჩემპიონატზე!
- ავტორი:
- თარიღი: 17-05-2020 6:40 PM
- Tags: