ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წარმატებით იასპარეზა!

სოფიკო ხუხაშვილმა წარმატებით იასპარეზა არაბთა გაერთიანებული ემირატების ქალაქ  შარჟაში დასრულებულ  ქალთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე! ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 33 ქვეყნის 120 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

პირველი ადგილი 7,5 ქულით რუმინელმა დიდოსტატმა ირინა ბულმაგამ დაიკავა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

2.კარინა შჩეპკოვსკა (პოლონეთი)

3.სოფიკო ხუხაშვილი (საქართველო)

4.გუ ქსიაობინი (ჩინეთი)

5.ბახტი კულკარნი (ინდოეთი).

 

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: წარმატებით იასპარეზა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 21-12-2018 6:22 AM
  • Tags:
Top