ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წარმატებით იასპარეზეს!

 

დიდი წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოსწავლეებმა  პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ევროპის სასკოლო პირველობაზე!

ჩემპიონატზე თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის (ნიკოლოზ პეტრიაშვილი, შოთა ხოდაშნელი, ილია კავკასიძე,ლუკა კილაძე,ლილე ქორიძე,ანა მამარდაშვილი, მარიამ ჭეჭელაშვილი,მარიამ გვათუა) და ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის (ელენე წოწონავა,გაგა გვასალია)  წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

ევროპის სასკოლო ჩემპიონატი პოლონეთის უძველეს და ულამაზეს ქალაქ  კრაკოვში ჩატარდა. მასში მონაწილეობა  20-მდე ქვეყნის  300-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

ბოლო ტურამდე ჩემპიონობისათვის იბრძოდნენ ძალიან ცოტა დააკლდათ გამარჯვებამდე მეორე საპრიზო ადგილზე გასულ თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეებს: ნიკოლოზ პეტრიაშვილს და ლილე ქორიძეს.

პეტრიაშვილმა პირველობა გაინაწილა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დათმო გამარჯვება.

III-V ადგილები გაინაწილა 15 წლამდე  ასაკის ჭაბუკთა შორის შოთა ხოდაშნელმა და მხოლოდ ბუჰგოლცის ცხრილით გავიდა მესამეზე.

აღსანიშნავია, რომ არცერთი ქართველი მონაწილე ათეულს მიღმა არ დარჩენილა.

ჩემპიონატის მსვლელობისას  გაიმართა ასპარეზობა ელვისებურ ჭადრაკში სადაც  გაიმარჯვა ნიკოლოზ  პეტრიაშვილმა, ხოლო აკადემიის მოსწავლემ, მარიამ გვათუამ 11 წლამდე ასაკის გოგონათა შორის  მეორე ადგილი დაიკავა.

   

ტექნიკური შედეგები

U17 ჭაბუკები

II  ადგილი  - ნიკოლოზ პეტრიაშვილი - 7 ქულა;

U17 გოგონები

II  ადგილი  -  ლილე ქორიძე -7 ქულა;

U15 ჭაბუკები

5.შოთა ხოდაშნელი - 6 ქულა

U13 გოგონები

5.ელენე წოწონავა - 6,5 ქულა;

8.ანა მამარდაშვილი - 5,5 ქულა;

U13 ჭაბუკები

6.ილია კავკასიძე - 5,5 ქულა;

U11 გოგონები

9.მარიამ გვათუა - 5 ქულა;

U9 ჭაბუკები

6.ლუკა კილაძე - 6 ქულა;

U09 გოგონები

7.მარიამ ჭეჭელაშვილი - 5,5 ქულა;

U07 ჭაბუკები

9.გაგა გვასალია - 5 ქულა.

 

 

 

 

  • სათაური: წარმატებით იასპარეზეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-07-2018 1:59 AM
  • Tags:
Top