ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წარმატებული დასაწყისი!

 

წარმატებული დასაწყისი!

ქართველი ქალების წარმატებით დასრულდა ევროპის გუნდური ჩემპიონატის პირველი ტური!

საქართველოს პირველმა ნაკრებმა ანგარიშით - 3:1 ჩეხეთის გუნდი დაამარცხა, საქართველოს მეორე გუნდმა კი დიდი ანგარიშით - 3,5:0,5 სლოვენიელ მოჭადრაკეებს მოუგო, ხოლო ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკებს დაუზავდა.
ქალებისგან განსხვავებით ვაჟთა ორივე გუნდმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა.
ფინეთი 2 : 2 საქართველო (I)
თურქეთი 2:2 საქართველო (II)

მეორე ტურში საქართველოს ქალთა მეორე ნაკრები, ევროპის გუნდური ჩემპიონატის სატურნირო რეიტინგ-სიის ლიდერს რუსეთის უძლიერესს გუნდს დაუპირისპირდება.პირველი გუნდი თურქ კოლეგებს შეხვდება, ახალგაზრდულ ნაკრები კი ისრაელის წარმომადგენლებთან მოცდის ძალებს. რაც შეეხება ქართველ ვაჟებს მომდევნო ტურში  ჩვენი ორი გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდება.

პირველი ტურის     ტექნიკური შედეგები:

ქალები:

საქართველო (I) 3:1  ჩეხეთი

სლოვენია  0,5 : 3,5 საქართველო  (II)

სლოვაკეთი 2 : 2  საქართველო (III)

ვაჟები

ფინეთი    2 : 2 საქართველო (I) 

თურქეთი 2:2 საქართველო  (II)

 

 

ქალები:

საქართველო (I) 3 : 1  ჩეხეთი

ნანა ძაგნიძე (2502)  1 : 0  ჯოანა ვორეკი (2319)

ლელა ჯავახიშვილი (2457) ½:½ კრისტინა პეტროვა (2259)

ბელა ხოტენაშვილი (2446) ½:½  ოლგა სიკოროვა (2234)

მერი არაბიძე (2398)  1: 0  მაგდალენა მიტუროვა (2179)

 

სლოვენია  0,5 – 3,5  საქართველო  (II)

ლაურა  უნუკი (2278)  ½:½ნინო ხომერიკი (2315) 

ლარა ჟანზელი (2159) 0 :1  სოფიკო ხუხაშვილი (2341)

ივანა ხრეშაკი (226)   სოფიო გვეტაძე (2297)

მონიკა როზმანი (2122)  0 : 1  მირანდა მიქაძე (2279)

სლოვაკია 2 : 2  საქართველო (III)

ზუზანა ჰაგაროვა (2295) 0 :1  ლილე ქორიძე (1988)

იულია მოვსესიანი (2307) 1 : 0 ეკატერინე ფიფია (1935)

ზუზანა ჩიბიჩკოვა  (2258) 1 : 0 თამარ ესაძე    (1885)

მონიკა მოტიაცაკოვა (2126) 0 : 1  ნია დონღვანი (1903)

ვაჟები:

ფინეთი 2 : 2 საქართველო (I) 

ტომი ნიბაკი (2565) ½:½ ივან ჩეპარინოვი (2670)

ტოივო კეინანენი (2428) ½:½ ლევან ფანცულაია (2603)

ვიკა სიპილა (2405) 1: 0  ლუკა პაიჭაძე (2574)

პეკა კოიკა (2381) 0 :1  გიგა ყუფარაძე (2457)

თურქეთი - საქართველო  (II)

დრაგან შოლაკი (2602)  ნოე თუთისანი (2412)

მუსტაფა ილმაზი (2595) ½:½  ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2441)

ემრე კანი (2599) ½:½ ნიკოლოზ კაჭარავა (2428)

 ვახაპ სანალი (2545) ½:½ გიორგი სიბაშვილი (2382)

24 ოქტომბრიდან, სასტუმრო 'შერატონში' ევროპის 39 ქვეყნის  გუნდი ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძვის. შეგახსენებთ, რომ ბათუმმა 20 წლის წინ  უკვე  უმასპინძლა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს.

კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 5 გუნდი იცავს: სამი ქალთა და ორი  ვაჟთა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატის 196 მონაწილეს შორის:140 საერთაშორისო დიდოსტატია; 38 საერთაშორისო ოსტატი და 18 ფიდეს ოსტატია.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე +30 წუთო პარტიის ბოლომდე 30 წამიანი დამატებით, პირველივე სვლიდან.

სათამაშო დღეები: 24-28 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი - 2 ნოემბერი; 29 ოქტომბერი - დასვენების დღე.

ორგანიზატორები:

აჭარის მთავრობა;

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა  და სპორტის სამინისტრო;

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგები:

ვაჟთა შორის - III ადგილი, პლოვდივი, ბულგარეთი

ქალთა შორის:

I    ადგილი  (1)- 1997 წელი, პულა, ხორვატია;

II   ადგილი  (4) - 1992 წელი, დებრეცენი,უნგრეთი; 2005 წელი,გეტებორგი,შვედეთი; 2009 წელი, ნოვი-სადი,სერბეთი; 2017 წელი,კრეტა,საბერძნეთი

III  ადგილი  (2) - 2011 წელი, პორტო-კარასი,საბერძნეთი; 2015 წელი, რეიკივიაკი,ისლანდია;

ფოტოგალერეა

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: წარმატებული დასაწყისი!
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-10-2019 2:25 AM
  • Tags:
Top