ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წარმატებული დღე... შავებისთვის!

დღევანდელი ტური შავი ფერის ფიგურებით მოთამაშე მონაწილეების უპირატესობით გაიმართა.ორი პარტია ყაიმით დასრულდა, ხოლო დანარჩენ სამ შეხვედრაში შავებმა გაიმარჯვეს!

მეოთხე ტურის შედეგები:

ხოტენაშვილი(2458) ½ : ½    არაბიძე (2428)

 მელია (2370) ½ : ½  ჯავახიშვილი (2475)

ხომერიკი (2319) 0 : 1 ბაციაშვილი  (2457)

ვახანია (2138) 0 : 1  ხუხაშვილი (2339)

წოწონავა (2012) 0 : 1  გვეტაძე (2308)

მეხუთე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

გვეტაძე (2308) - ხოტენაშვილი(2458) 

ხუხაშვილი (2339) - წოწონავა (2012)

ბაციაშვილი  (2457) - ვახანია (2138)

ჯავახიშვილი (2475) - ხომერიკი (2319) 

არაბიძე (2428)  - მელია (2370)

სატურნირო მდგომარეობა:

1. გვეტაძე    – 3 ქულა;

2. ხოტენაშვილი – 3 ქულა;

3. მელია - 2,5 ქულა;

4. ბაციაშვილი -2,5 ქულა;

5. არაბიძე - 2,5 ქულა;

6. ხუხაშვილი - 2 ქულა;

7. ხომერიკი - 2 ქულა;

8. ჯავახიშვილი - 1,5 ქულა;

9. ვახანია - 1 ქულა;

10. წოწონავა - 0 ქულა.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 30 ივლისამდე გასტანს და მისი საპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენს. ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის 9 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.

ჩემპიონატის მონაწილეებიდან ყველაზე მეტჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ლელა ჯავახიშვილი ფლობდა. ლელამ, 4-ჯერ (2001;2007;2014;2016წწ.) გაიმარჯვა ქვეყნის მთავარ ტურნირში.

ორჯერ გახდნენ ჩემპიონები: ბელა ხოტენაშვილი (2012;2017) და ნინო ბაციაშვილი (2015;2018). ხოლო, სალომე მელია (2010) და მერი არაბიძე (2019) თითოჯერ ფლობდნენ ჩემპიონის ტიტულს.

  • სათაური: წარმატებული დღე... შავებისთვის!
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-07-2020 1:10 AM
  • Tags:
Top