
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ეგიდით 2019 წლის 6-7 სექტემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა პროექტ ‘ჭადრაკი სკოლაში’ მონაწილეობის მსურველ პედაგოგთა თეორიული სემინარი.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის და სამეგრელოს წარმომადგენლებმა.
ღონისძიების დასრულებისას მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები რომლის მეშვეობითაც მათ მოიპოვეს სკოლაში ჭადრაკის სწავლების უფლება.

- სათაური: 'ჭადრაკი სკოლაში'
- ავტორი:
- თარიღი: 09-09-2019 8:54 PM
- Tags: