
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ამაგდარი ქართველი მწვრთნელის ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკებს შორის.
ჭაბუკებში 7-დან 5,5 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა თორნიკე წერეთელმა (თბილისი;მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი).
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:
2.ილია კავკასიძე (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია;მწვრთნელი დავით ზარქუა);
3.გიორგი ნაყოფია (ზუგდიდი; მწვრთნელი მადონა ბოკუჩავა);
4.საბა ლომსაძე (თბილისი;მწვრთნელი დავით გურგენიძე);
5.ანდრია ლოლაძე (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია;მწვრთნელი დავით ზარქუა);
6.ლუკა კილაძე (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია;მწვრთნელი დავით ზარქუა);
7.დავით გოცირიძე (თბილისი).
გოგონათა შორის დამაჯერებლად გაიმარჯვა ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ დიანა ლომაიამ (მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა). მის აქტივში 7-დან 6,5 (!) ქულაა. 5-5 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს:მარიამ დოლაკიძემ (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია;მწვრთნელი დავით ზარქუა) და ელენე წოწონავამ (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა).
ტურნირის დახურვაზე საპრიზო სამეულში გასული მოჭადრაკეები დააჯილდოეს:მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა ნანა ალექსანდრიამ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და ალექსანდრე ბოკუჩავას მეუღლემ მაია ბოკუჩავამ.

- სათაური: ჭადრაკის სასახლეში ბოკუჩავას მემორიალი დასრულდა...
- ავტორი:
- თარიღი: 24-01-2019 1:53 AM
- Tags: