ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჩემპიონობა მეშვიდედ!

ნონა გაფრინდაშვილი სენიორ (+65)  მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მეშვიდედ გახდა!

ლეგენდარულმა ქართველმა ჩემპიონმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ მსოფლიო პირველობაზე 65 წლის ასაკის ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა მოიპოვა და   პირველი ადგილი ერთპიროვნულად დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ნონა სენიორებს  შორის მსოფლიო  ჩემპიონობა 1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018 და 2019 წლებში მოიპოვა.

ანალოგიური  65+ ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ვარლამ ვეფხვიშვილი 7 ქულით 27-ე ადგილზე გავიდა.

50+ წლამდე ვაჟებში 7,5-7,5 ქულა დააგროვეს და შემდეგ ადგილებზე გავიდნენ: 10.გიორგი ბაგატუროვი; 11.ზურაბ სტურუა;12.ნიკოლოზ მანაგაძე,ხოლო   50+ ქალთა შორის მოასპარეზე ციალა ქასოშვილმა 6,5 ქულით მეათე ადგილი დაიკავა.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ჩემპიონობა მეშვიდედ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 24-11-2019 2:37 AM
  • Tags:
Top