
საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრმა ივან ჩეპარინოვმა (2666) წარმატებით იასპარეზა ჩინეთის ქალაქ ჰუნანში გამართულ წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე ‘Belt and Road 2019’!
შეჯიბრში 16 ქვეყნის 73 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის 6 მონაწილე2700-ზე მაღალი რეიტინგის მფლობელი გახლდათ. ჩეპარინოვი სასტარტო რეიტინგ-სიაში მე-11 ნომრად იყო განთესილი, ხოლო ტურნირის მეორე ქართველი მონაწილე ნინო ბაციაშვილი 62-ე ნომრად.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და ჩეპარინოვმა 6 ქულით IV ადგილი დაიკავა. ბაციაშვილმა 3 ქულა დააგროვა და 65-ე საფეხურზე დაფიქსირდა.
I ადგილზე სურია განგული (ინდოეთი;2638) გავიდა, ხოლო II - III ადგილი 6,5 - 6,5 ქულით: იანგი იუმ (ჩინეთი;2736) და ამინ ბასემმა (ეგვიპტე;2707) გაინაწილეს.

- სათაური: ჩინეთში დასრულდა...
- ავტორი:
- თარიღი: 07-08-2019 12:12 AM
- Tags: