ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დასკვნითი ტურის წინ...

ევროპირველობის ბოლოსწინა ტურში, ქართველმა ქალებმა დიდი ანგარიშით- 3:1, უკრაინის უძლიერესი გუნდი დაამარცხეს და 13 ქულით მეორე საპრიზო ადგილზე იმყოფებიან. ასევე გაიმარჯვა ქალთა მეორე ნაკრებმაც იტალიის გუნდთან, უფროსებს არც პატარები ჩამორჩნენ და ახალგაზრდული ნაკრების მსხვერპლი გერმანელთა ძლიერი გუნდი აღმოჩნდა!ბოლო, დასკვნით ტურში ერთმანეთს საქართველოს ქალთა პირველი და მეორე ნაკრები დაუპირისპირდება, ხოლო ახლაგაზრდები პოლონელებთან მოცდიან ძალებს.

ჩემპიონატს 8 ტურის შემდეგ რუსეთის ქალთა ხუთეული ლიდერობს ერთპიროვნულად, 13 ქულით მეორეზე საქართველოა, ხოლო 12 ქულით მესამე საპრიზო ადგილზე აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები განთავსდნენ.

ფრედ დაასრულა შეხვედრა ვაჟთა ორივე გუნდმა. პირველი გუნდი ისრაელს დაუზავდა, ხოლო ახალგაზრდული იტალიას.დასკვნით ტურში პირველი გუნდი - ჰოლანდიას შეხვდება, ხოლო  ახალგაზრდები მოლდაველებს დაუპირისპირდებიან.

ვაჟთა ჩემპიონატზე, მეცხრე ტურის წინ პირველობას უკრაინა და რუსეთი ინაწილებს 13-13 ქულით, მესამე ადგილზე კი 12 ქულით ინგლისი იმყოფება.

ქალები:

საქართველო  (I) 3 : 1  უკრაინა

საქართველო  (II) 2,5 : 1,5 იტალია

საქართველო  (III)2,15 : 1,5  გერმანია

ვაჟები

ისრაელი 2 : 2  საქართველო  (I)

საქართველო  (II) 2 : 2 იტალია

მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

საქართველო (I)

ნანა ძაგნიძე              (2502)  - 6,5 (8);

ლელა ჯავახიშვილი (2457) - 4,5(7);

ბელა ხოტენაშვილი (2446) – 3,5 (6);

მერი არაბიძე             (2398) – 5,5(7);

სალომე მელია          (2380) – 2,5 (4);

საქართველო  (II)

ნინო ბაციაშვილი (2422) – 4,5 (7);

ნინო ხომერიკი      (2315)- 2,5(7);

სოფიკო ხუხაშვილი (2341)- 4 (6);

სოფიო გვეტაძე (2297) – 5 (7);

მირანდა მიქაძე  (2279) – 2,5 (5).

საქართველო  (III)

ლილე ქორიძე (1988)  - 4 (7);

ეკატერინე ფიფია (1935) – 2 (7);

თამარ ესაძე (1885) – 3 (6);

ნია დონღვანი (1903) – 2,5 (6);

დიანა ლომაია (1861) – 4,5 (6).

 

ვაჟები:

საქართველო (I) 

ბაადურ ჯობავა     (2617) – 3 ქულა (7-დან);

ივან ჩეპარინოვი  (2670) – 5,5 (8);

ლევან ფანცულაია (2603) – 3,5 (7);

ლუკა პაიჭაძე           (2574) – 2 (5);

გიგა ყუფარაძე        (2457) – 3,5(5);

 

საქართველო  (II)

ნოე თუთისანი (2412)  - 3,5 (8);

ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2441) – 3(7);

ნიკოლოზ კაჭარავა (2428) – 1,5(6);

გიორგი სიბაშვილი (2382) – 3 (5);

ლუკა ობოლაძე         (2336)  - 3(6).

 

24 ოქტომბრიდან, სასტუმრო 'შერატონში' ევროპის 39 ქვეყნის  გუნდი ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძვის. შეგახსენებთ, რომ ბათუმმა 20 წლის წინ  უკვე  უმასპინძლა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს.

კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 5 გუნდი იცავს: სამი ქალთა და ორი  ვაჟთა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატის 196 მონაწილეს შორის:140 საერთაშორისო დიდოსტატია; 38 საერთაშორისო ოსტატი და 18 ფიდეს ოსტატია.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე +30 წუთო პარტიის ბოლომდე 30 წამიანი დამატებით, პირველივე სვლიდან.

სათამაშო დღეები: 24-28 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი - 2 ნოემბერი; 29 ოქტომბერი - დასვენების დღე.

ორგანიზატორები:

აჭარის მთავრობა;

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა  და სპორტის სამინისტრო;

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგები:

ვაჟთა შორის - III ადგილი, პლოვდივი, ბულგარეთი

ქალთა შორის:

I    ადგილი  (1)- 1997 წელი, პულა, ხორვატია;

II   ადგილი  (4) - 1992 წელი, დებრეცენი,უნგრეთი; 2005 წელი,გეტებორგი,შვედეთი; 2009 წელი, ნოვი-სადი,სერბეთი; 2017 წელი,კრეტა,საბერძნეთი

III  ადგილი  (2) - 2011 წელი, პორტო-კარასი,საბერძნეთი; 2015 წელი, რეიკივიაკი,ისლანდია;

ფოტოგალერეა

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

 

 

 

 

  • სათაური: დასკვნითი ტურის წინ...
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-11-2019 2:38 AM
  • Tags:
Top