ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დღეიდან, ლოზანაში...

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, სტარტი აიღო ქალთა მსოფლიო გრან პრის  მესამე  ეტაპმა  ნანა ძაგნიძის  მონაწილეობით.

ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება 12 მონაწილეს შორის. სათამაშო  დღეები: 2-7; 9-13 მარტი; დასვენების დღე 8 მარტი;

პირველ ტურში ძაგნიძე  შავი ფიგურებით მსოფლიოს ექსჩემპიონს,ალექსანდრა კოსტენიუკს დაუპირისპირდება.

გრან პრის მესამე ეტაპზე მონაწილეობენ:

  1. ცზიუ ვენცზიუნი  (ჩინეთი;2583)
  2. ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი;2579)
  3. მარია მუზიჩუკი     (უკრაინა;2551)
  4. ანა მუზიჩუკი          (უკრაინა;2535)
  5. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი;2517)
  6. ნანა ძაგნიძე           (საქართველო;2509)
  7. ალინა კაშლინსკაია (რუსეთი; 2485)
  8. ალექსანდა კოსტენიუკი (რუსეთი;2482)
  9. პია  კრამლინგი    (შვედეთი;2475)
  10. ჟანსაი აბდუმალიკი (ყაზახეთი; 2461)
  11. ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი;2453)
  12. მარი სება        (საფრანგეთი;2443)

მსოფლიო ქალთა გრან პრის ორი ეტაპის შედეგთა ჯამით ლიდერობს ჰამპი კონერუ 293 ქულით, მეორე ადგილზე 253 ქულით ალექსანდრა გორიაჩკინაა, შემდეგ მოდიან ეკატერინა ლაგნო (180 ქულა) და ალექსანდრა კოსტენიუკი (178 ქულა)

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: დღეიდან, ლოზანაში...
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-03-2020 7:45 PM
  • Tags:
Top