
დღეიდან, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში სტარტს აიღებს უძლიერესი ქალთა დახურული ‘Cairns Cup’ გათამაშება ორი ქართველი დიდოსტატის:ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის მონაწილეობით.
ქალთა რეიტინგ-სიის წამყვანი 10 დიდოსტატი შეჯიბრში ერთმანეთს წრიული სისტემით დაუპირისპირდება.
ტურნირი პირველად იმართება და მისი საპრიზო ფონდი 150 000$ შეადგენს საიდანაც გამარჯვებულს 40 000 ერგება. ქართველი მოჭადრაკეების გარდა მონაწილეთა შორის არიან:მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი, ვალენტინა გუნინა, ელიზაბეტ პეტცი, მარი სება, ჰარიკა დრონავალი, ჟანსაია აბდუმალიკი, ირინა კრაში და ანა ზატონსკიხი.
პარტიების დასაწყისი თბილისის დროით 23:00 საათზე

- სათაური: დღეიდან, სენტ-ლუისში...
- ავტორი:
- თარიღი: 06-02-2019 7:31 PM
- Tags: