ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დიდება დედოფალს!

 

4 სექტემბერს, CinéDOC-Tbilisi-ს ფესტივალის ფარგლებში გამორჩეული კინოჩვენება გაიმართა, ლეგენდარულ ჩემპიონებზე  გადაღებული ფილმი -  'დიდება დედოფალს'

ფილმის ჩვენებას თავად გმირები: ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი ესწრებოდნენ.

 ჩვენების დასასრულს  მაყურებელს ჰქონდა   საშუალება ფილმის გმირებსა და შემოქმედებით გუნდთან საუბრის. 

‘დიდება დედოფალს' - ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური  და ემანსიპაციური სახეების არაორდინარულ წარსულსა და აწმყოზე მოგვითხრობს.  ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები – ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი.

60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წელიწადს, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს ეს ქალები განაგებდნენ. ფილმი ნათელს ჰფენს ჭადრაკის ტიტულებს მიღმა არსებულ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, როგორები არიან ახლა ისინი  - ჩვეულებრივები და ამავე დროს ძალიან გამორჩეულები...

ფილმის რეჟისორი, თათია სხირტლაძე, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტია. ფილმის თანარეჟისორი კი – ანა ხაზარაძე. პროდიუსერები: ნინო ჩიჩუა, ანა ხაზარაძე

“დიდება დედოფალს” საერთაშორისო კოპროდუქციაა და მასში ქართული საპროდიუსერო კომპანიის 1991 Productions გარდა ავსტიული კომპანიები berg hammer film და Amour Fou Vienna, და სერბული კომპანია Playground Produkcija კმონაწილეობს. 

ფილმმა დაფინანსება მოიპოვა საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან, ავსტრიის კულტურის სამინისტროდან, ავსტრიული მაუწყებლისგან – ORF და სერბეთის კინო ცენტრიდან. ‘დიდება დედოფალმა’ასევე გაიმარჯვა Eurimage-ის წარმოების დაფინანსების კონკურსში. ფილმის ქართულ მხარეს შეუერთდა HBO Europe-ის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ლინდა ჯენსენი.

  • სათაური: დიდება დედოფალს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-09-2020 11:03 PM
  • Tags:
Top