
6 ტურის შემდეგ ერთბაშად 6 მონაწილე დაწინაურდა ფოთში მიმდინარე რიგით მე-13 საერთაშორისო ტურნირზე. ლიდერთა: ლუკა პაიჭაძის, ტიგრან ჰარუთინიანის (სომხეთი),დავით ბენიძის, ლევან ფანცულაიას, ნოე თუთისანის და სერგეი მაცენკოს (რუსეთი) აქტივში 6-დან 4,5 ქულაა.
მომდევნო ტურში გამარჯვებისათვის ბრძოლაში სწორედ ამ ექვსეულის ერთმანეთში დაპირისპირება იქნება გადამწყვეტი .
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საჭადრაკო კლუბი ‘ნანა’, ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. ფესტივალის ფარგლებში 10 სხვადასხვა როგორც მოზარდთა ასევე 'ღია' ტურნირი ტარდება და მასში 15-მდე ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ფესტივალის საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს.

- სათაური: ექვსეული დაწინაურდა
- ავტორი:
- თარიღი: 18-07-2018 2:54 AM
- Tags: