
თბილისის ჭადრაკის სასახლემ ქართული გრან პრის ფარგლებში რაპიდში გამართული ტურნირის შემდეგ შეჯიბრს ელვისებურ ჭადრაკში უმასპინძლა. ბლიცებში, ისევე როგორც სწრაფში პირველობა არავის დაუთმო მერი არაბიძემ!
მერის აქტივში 9-დან 8 ქულაა.
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა სოფიკო ხუხაშვილი,
III-IV ადგილები 6,5 ქულით: ინგა ხურცილავამ და ნინო ხომერიკმა გაინაწილეს.
ხურცილავამ უკეთესი კოეფიციენტი დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
2000-მდე სარეიტინგო კატეგორიაში საუკეთესო შედეგი ნია დონღვანმა აჩვენა, ხოლო 1600-მდე მარიამ დოლაკიძემ.

- სათაური: ელვისებურიც, არაბიძის გამარჯვებით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 20-11-2019 8:57 PM
- Tags: