ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ელვისებურშიც იმარჯვა!

 

ქუთაისელმა დიდოსტატმა  გიგა ყუფარაძემ  მეტოქეები რაპიდის მსგავსად  ელვისებურ ჭადრაკშიც დაჯაბნა!

გამარჯვებულმა  9 შესაძლებლობიდან  8 ქულა დააგროვა და მიუწვდომელი აღმოჩნდა  კონკურენტებისათვის. ნახევარი ქულით  ნაკლები დააგროვა და  ვერცხლის მედალს დაეპატრონა ნიკა ვოლკოვი.

 7-7 ქულით III-VI ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

3.თორნიკე სანიკიძე

4.კონსტანტინე შანავა

5.გიორგი ნიკოლაშვილი

6.ივერი ჭიღლაძე

 

დებულება

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: ელვისებურშიც იმარჯვა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 21-05-2018 7:45 PM
  • Tags:
Top