
დღეს, საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘Chess.com’-ზე სტარტს აიღებს და 10 მაისამდე გასტანს ონლაინ ‘ერთა თასი’. ერთმანეთს შეეჯიბრებიან: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს გუნდები.
4 მაისს გამართული კენჭისყრის შედეგად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ევროპა - რუსეთი; ჩინეთი-დანარჩენი მსოფლიო; ინდოეთი-აშშ;
აღსანიშნავია, რომ ევროპის ნაკრების სახელით ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე იასპარეზებს.
ღონისძიება წრიული სისტემით 2 წრედ გაიმართება რაპიდ ფორმატით, თითოეულ მონაწილეს 25 წუთი ექნება პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.
ფიდეს ეგიდით, chess.com-ის პლატფორმაზე მიმდინარე ერთა თასის საპრიზო ფონდი 180 000$ შეადგენს.
პარტიების ნახვა კომენტარებით შეგიძლიათ თბილისის დროით 17:00 საათზე.

- სათაური: 'ერთა თასი'
- ავტორი:
- თარიღი: 05-05-2020 6:32 PM
- Tags: