
ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი სამ ასაკობრივ (10;14;18) კატეგორიაში გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის 5 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად დაწინაურდა მარიამ ჯანიაშვილი.მის აქტივში 5-დან 4,5 ქულაა.ამავე ასაკის ჭაბუკებში 4-4 ქულით ორი ნიკოლოზი: პეტრიაშვილი და ცომაია ლიდერობენ.
14 წლამდე გოგონებში 4,5 ქულით დიანა ლომაია ლიდერობს, ხოლო ჭაბუკებში გიორგი ნაყოფია ასევე 4,5 ქულით.
10 წლიან ჭაბუკებში ქულათა მაქსიმუმით ნიკოლოზ შამათავა დაწინაურდა, ხოლო გოგონებში დანაკარგის გარეშე მარიამ გვათუა ლიდერობს.
ტექნიკური შედეგები:

- სათაური: ერთპიროვნულად დაწინაურდა!
- ავტორი:
- თარიღი: 10-05-2018 2:43 AM
- Tags: