ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ერთპიროვნულად დაწინაურდა!

გიორგი ბაგატუროვი სლოვენიის ბლედში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორთა (50+)  შორის 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით  ერთპიროვნულად დაწინაურდა! ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება ასპარეზობის მეორე ქართველი მონაწილე ზურაბ სტურუა.

ამავე ასაკის მანდილოსანთა შორის მოთამაშე ციალა ქასოშვილის 2,5 ქულა აქვს, ხოლო გიული ალიხანაშვილს 2 მოგება 4-დან.  65+ ასაკის ვაჟ ვეტერანთა შორის მოასპარეზე  ვარლამ ვეფხვიშვილმა ჯერჯერობით 3 ქულა დააგროვა.  ქალთა შორის ანალოგიურ ტურნირზე, თამარ ხმიადაშვილის და ნონა გაფრინდაშვილის აქტივში ჯერჯერობით 2,5 ქულაა.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ერთპიროვნულად დაწინაურდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-11-2018 10:15 AM
  • Tags:
Top