ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ესაძემ და კილაძემ, დამაჯერებლად გაიმარჯვეს!

დასრულდა ნონა გაფრინდაშვილის თასის პირველი ეტაპის გათამაშება.

ქალთა შორის ბრწყინვალე იასპარეზა თამარ ესაძემ! მან, 9 შესაძლებლობიდან 7 შეხვედრაში გაიმარჯვა და მხოლოდ 2 პარტია დაასრულა ყაიმით!

7 ქულით მეორე ადგილზე დეა ბედოშვილი გავიდა, ხოლო III-IV ადგილები, 6,5 ქულით: ელენე წოწონავამ და თამარ ლაგაზაურმა გაიყვეს.

დასახელებული ოთხეულის გარდა მეორე ეტაპის საგზურები მოიპოვეს:ანასტასია კირთაძემ, ანუკი ხაჟომიამ,რუსუდან მაღლაკელიძემ,მარიამ სიჭინავამ,სოფია ანთიამ,კესარია მგელაძემ,მარიამ დოლაკიძემ,თანარ ასათიანმა,მერი დიდბარიძემ, მარიამ გვათუმა,ანა ლიმარმა და თამარ შონიამ.

ლუკა კილაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშების პირველი ეტაპი ვაჟთა შორის!

უფროსს კოლეგებთან პაექრობაში ლუკამ, 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და ერთი ქულით  გაასწრო კონკურენტებს.

II-IV ადგილები გაინაწილეს:რამაზ ენდელაძემ, თორნიკე წერეთელმა და ლაშა ჭანტურიამ.

მეორე ეტაპის საგზურები მოიპოვეს:

დავით ნემსაძემ,ზურაბ ლიფონავამ,გიორგი გოგლაშვილმა,აკაკი ყალიჩავამ,თენგიზ დიდმანიძემ,გიორგი ელაშვილმა,თენგიზ მინდიაშვილმა,ვანო მინდორაშვილმა,ჯაბა ადამიამ,გიორგი წანაწყენიშვილმა,ლაშა კაჭკაჭიშვილმა, დენიელ საფაროვმა, თორნიკე კუპატაძემ,დათა ყალაბეგაშვილმა,ალექსანდრე წანაწყენიშვილმა და დიმიტრი ბედინაძემ.

ხვალ,  7 ნოემბერს, 15:00 საათზე მონაწილეებისათვის ტესტ-ვებინარი გაიმართება.8 ნოემბერს კი მეორე ეტაპი აიღებს სტარტს.

ტექნიკური შედეგები:

ქალები

ვაჟები

დებულება

  • სათაური: ესაძემ და კილაძემ, დამაჯერებლად გაიმარჯვეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-11-2020 2:40 AM
  • Tags:
Top