ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ევროპის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში...

მონაკოში, დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 13 ტურად გაიმართა და 25 ქვეყნის 90-მდე მონაწილეს მოუყარა თავი.

ჩემპიონის ტიტული ერთპიროვნულად დაისაკუთრა მსოფლიოს ექსჩემპიონმა ალექსანდრა კოსტენიუკმა (რუსეთი), გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

2.ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი);

3.ვალენტინა გუნინა  (რუსეთი);

4.მარი სება                 (საფრანგეთი);
5.ნატალია ჟუკოვა      (უკრაინა);

6.ალინა კაშლინსკაია (რუსეთი).

ნანა ძაგნიძემ 8,5 ქულა დააგროვა,

მაია ჩიბურდანიძემ - 7,5 ქულა (I-II ადგილი 50+ მოჭადრაკეებს შორის),

ნონა გაფრინდაშვილმა - 7 ქულა(I ადგილი 65+ მონაწილეებს შორის).


 

  • სათაური: ევროპის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში...
  • ავტორი:
  • თარიღი: 01-12-2019 1:23 AM
  • Tags:
Top