ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ევროპის გუნდური ჩემპიონატი

23 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, ევროპის XXII გუნდური ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება. ხოლო, 24 ოქტომბრის, 15:00 საათიდან, სასტუმრო 'შერატონი' ევროპის 39 ქვეყნის  გუნდები ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ ბათუმმა 20 წლის წინ  უკვე  უმასპინძლა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს.

კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 5 გუნდი დაიცავს: სამი ქალთა და ორი  ვაჟთა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატის 196 მონაწილეს შორის:140 საერთაშორისო დიდოსტატია; 38 საერთაშორისო ოსტატი და 18 ფიდეს ოსტატია.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე +30 წუთო პარტიის ბოლომდე 30 წამიანი დამატებით, პირველივე სვლიდან.

სათამაშო დღეები: 24-28 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი - 2 ნოემბერი; 29 ოქტომბერი - დასვენების დღე.

ორგანიზატორები:

აჭარის მთავრობა;

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა  და სპორტის სამინისტრო;

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

საქართველოს ღირსებას ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა სამი  და ვაჟთა ორი  გუნდი დაიცავს.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგები:

ვაჟთა შორის - III ადგილი, პლოვდივი, ბულგარეთი

ქალთა შორის:

I    ადგილი  (1)- 1997 წელი, პულა, ხორვატია;

II   ადგილი  (4) - 1992 წელი, დებრეცენი,უნგრეთი; 2005 წელი,გეტებორგი,შვედეთი; 2009 წელი, ნოვი-სადი,სერბეთი; 2017 წელი,კრეტა,საბერძნეთი

III  ადგილი  (2) - 2011 წელი, პორტო-კარასი,საბერძნეთი; 2015 წელი, რეიკივიაკი,ისლანდია;

ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ევროპის გუნდური ჩემპიონატი
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-10-2019 7:41 PM
  • Tags:
Top