
7 ნოემბერს, 14:00 საათზე,ქართული ჭადრაკის ისტორიის მუზეუმში, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ საქართველოს ქალთა ნაკრებთან გაიმართა შეხვედრა. უმცროს კოლეგებს წარმატება მიულოცეს სახელოვანმა ქართველმა ჩემპიონებმა: ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძემ,ნანა ალექსანდრიამ,
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.
9 ნოემბრიდან, ქართველი მოჭადრაკე ქალები, ევროპის სამგზის ჩემპიონის, ბათუმის ‘ნონას’ შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. კონტინენტის საკლუბო ჩემპიონატი 9 ნოემბრიდან მონტენეგროს ქალაქ ულცინში აიღებს სტარტს.

- სათაური: ევროპის გუნდური ჩემპიონატის შეჯამება
- ავტორი:
- თარიღი: 07-11-2019 8:29 PM
- Tags: