
დებულება
მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც მიეკუთვნება ევროპის რომელიმე ეროვნულ ფედერაციას. ფიდეს ID არ მქონე მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა თუ ისინი წარდგენილნი იქნებიან მათი ქვეყნის ეროვნული ფედერაციის მიერ.
E ტურნირში რეიტინგ კატეგორია 2300 და მეტი. ევროპის საჭადრაკო კავშირს აქვს უფლება დაუშვას 4 ნომინანტი პირდაპირ ნოკაუტ ეტაპზე
მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში ყველა მოთამაშემ უნდა იასპარეზოს ნამდვილი სახელით და გვარით. ინკოგნიტო პროფილის მქონე მოთამაშეები არ დაიშვებიან ტურნირებში.
სატურნირო შესატანი 5 ევრო, რომლის გადახდაც სავალდებულოა რეგისტრაციის დროს და არა დაბრუნებადია
დიდოსტატები და საერთაშორისო ოსტატები (ქალთა შორისაც) განთავისუფლებულნი არიან
სატურნირო შესატანისგან.
ყველა დარეგისტრირებული მონაწილე ვალდებულია დაექვემდებაროს ანტი-ჩითინგის წესებსა და დაიცვას ტურნირის დებულებით გათვალისწინებული სამართლიანი თამაშის წესები.
ყველა ღონისძიება გაიმართება ვირტუალურ ონლაინ პლატფორმაზე: https://www.chess.com/live
ღონისძიებები გაიმართება სხვადასხვა რეიტინგ კატეგორიებში. გათვალისწინებული იქნება 2020 წლის აპრილის რეიტინგ სია. (მონაწილეებს, როლებსაც არ აქვთ რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში გათვალისწინებული იქნება ელვისებური ჭადრაკის რეიტინგ თუ არც ელვისებურ ჭადრაკში არ აქვთ რეიტინგი მაშინ, კლასიკური ჭადრაკის. ურეიტინგო მონაწილეებისთვის საწყის რეიტინგად ჩაითვლება 1000
2020 წლის აპრილის ელვისებური ჭადრაკის რეიტინგ სიით.
A. ტურნირი 1000 - 1400
B. ტურნირი 1401 - 1700
C. ტურნირი 1701 - 2000
D. ტურნირი 2001 - 2300
E. . ტურნირი 2300+
გადახდა შესაძლებელია სადებიტო და კრედიტ ბარათებით. ჯგუფური გადახდა დაახლოებით 20 ადამიანისთვის ხელმისაწვდომია ფედერაციებისა და კლუბებისთვის paypal-ის სისტემით ევროპის საჭადრაკო კავშირის ანგარიშზე.
Bank: Credit Suisse, Postfach 357, CH-6301 Zug
Account number: 1835105-42
Holder: European Chess Union
National Bank Code: 4835
BIC: CRESCHZZXXX
IBAN Code: CH3604835183510542000
ყოველი რეიტინგ კატეგორიის ტურნირის რეგისტრაცია დაიწყება ტურნირის დაწყებამდე 2 დღით ადრე. რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეები ავტომატურად გადანაწილდებიან შესაბამისს რეიტინგ კატეგორიებში. ყველა მონაწილე ვალდებულია შევიდეს სათამაშო სისტემაში პირველი ტურის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
რეიტინგ კატეგორიიდან გასული მოჭადრაკეები ავტომატურად დარეგისტრირებულნი იქნებიან ორგანიზატორების მიერ შემდეგ ეტაპზე.
დროის კონტროლი 10 წუთი 2 წამის დამატებით
ფინალში გასული 16 მონაწილე დამატებით გამოიყენებს პროგრამა Zoom-ის ვიდეო და აუდი ხმის სისტემებს
ტურნირის სისტემა:
დღე პირველი ყველა რეიტინგ კატეგორიისთვის(A-D) შესარჩევი ტურნირი 7 ტური მინიმუმ 250 საკვალიფიკაციო ფინალურ ეტაპზე
დღე მეორე ფინალი 8 ტური 250 მოთამაშე.
რეიტინგ კატეგორია 2300 და მეტი, გრანპრის სისტემით ( ორი 8 პარტიანი შვეიცარიული სისტემის ქულების ჯამი) 12 გამსვლელი ადგილი
ნოკაუტ სისტემა 12 გასული და 4 დასახელებული ნომინაცია ევროპის საჭადრაკო კავშირის მიერ.
ყველა რეიტინგ კატეგორიიდან გადადის შემდეგ რეიტინგ კატეგორიაში 100 ადგილი.
ტურნირის განრიგი
16 მაისი |
1000-1400 საკვალიფიკაციო |
7 ტური |
17:00 CEST |
17 მაისი |
1000-1400 ფინალი |
8 ტური |
17:00 CEST |
19 მაისი |
1401-1700 საკვალიფიკაციო |
7 ტური |
18:00 CEST |
20 მაისი |
1401-1700 ფინალი |
8 ტური |
18:00 CEST |
22 მაისი |
1701-2000 საკვალიფიკაციო |
7 ტური |
18:00 CEST |
23 მაისი |
1701-2000 ფინალი |
8 ტური |
17:00 CEST |
25 მაისი |
2001-2300 საკვალიფიკაციო |
7 ტური |
18:00 CEST |
26 მაისი |
2001-2300 ფინალი |
8 ტური |
18:00 CEST |
29 მაისი |
2300+ გრანპრი |
8 ტური |
18:00 CEST |
30 მაისი |
2300+ გრანპრი |
8 ტური |
17:00 CEST |
31 მაისი |
საუკეთესო 16 ნოკაუტი |
ნოკაუტი |
17:00 CEST |
თამაშების დაწყების საათი არის ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო.
პრიზები:
რეიტინგ კატეგორია 1000-1400
I ადგილი და I ადგილი ქალთა შორის კვალიფიკაცია ევროპის 2021 მოყვარულთა ჩემპიონატზე
I-VI ადგილი, I-III ადგილი 1200-მდე რეიტინგის მოჭადრაკეებისთვის და I-III ადგილზე გასული ქალებისთვის Chess.com-ის Diamond წევრობა
I-XX ადგილზე გასული და IV-VIII ადგილი 1200 მდე რეიტინგის მქონეთათვის (სულ 25) ერთდროული თამაშის სეანსი
I ადგილი 10 წლამდე გოგო და ბიჭი ევროპის 2020 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური
რეიტინგ კატეგორია 1401-1700
I ადგილი და I ადგილი ქალთა შორის კვალიფიკაცია ევროპის 2021 მოყვარულთა ჩემპიონატზე
I-VI ადგილი, I-III ადგილი 1550-მდე რეიტინგის მოჭადრაკეებისთვის და I-III ადგილზე გასული ქალებისთვის Chess.com-ის Diamond წევრობა
I-XX ადგილზე გასული და IV-VIII ადგილი 1550 მდე რეიტინგის მქონეთათვის (სულ 25) ერთდროული თამაშის სეანსი
I ადგილი 12 წლამდე გოგო და ბიჭი ევროპის 2020 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური
რეიტინგ კატეგორია 1701-2000
I ადგილი და I ადგილი ქალთა შორის კვალიფიკაცია ევროპის 2021 მოყვარულთა ჩემპიონატზე
I-VI ადგილი, I-III ადგილი 1850-მდე რეიტინგის მოჭადრაკეებისთვის და I-III ადგილზე გასული ქალებისთვის Chess.com-ის Diamond წევრობა
I -XX ადგილზე გასული და IV-VIII ადგილი 1850 მდე რეიტინგის მქონეთათვის (სულ 25) ერთდროული თამაშის სეანსი
I ადგილი 14 წლამდე გოგო და ბიჭი ევროპის 2020 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური
რეიტინგ კატეგორია 2001-2300
I ადგილი და I ადგილი ქალთა შორის კვალიფიკაცია ევროპის 2021 მოყვარულთა ჩემპიონატზე
I-VI ადგილი, I-III ადგილი 2150-მდე რეიტინგის მოჭადრაკეებისთვის და I-III ადგილზე გასული ქალებისთვის Chess.com-ის Diamond წევრობა
I-XX ადგილზე გასული და IV-VIII ადგილი 2150 მდე რეიტინგის მქონეთათვის (სულ 25) ერთდროული თამაშის სეანსი
I ადგილი 16 წლამდე გოგო და ბიჭი ევროპის 2020 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური
პირველ ადგილზე გასული სენიორი ქალი და ვაჟი- საგზური ევროპის 2021 წლის სენიორენის ჩემპიონატზე
2300+
I ადგილი 1200 ევრო + ევროპის 2020 წლის საგზური
II ადგილი 800 ევრო + ევროპის 2020 წლის საგზური
III ადგილი 700 ევრო +ევროპის 2020 წლის საგზური
IV ადგილი 600 ევრო
V-VIII ადგილები 400 ევრო
IX-XVI ადგილები 300 ევრო
I ადგილი ქალთა შორის 700 ევრო + ევროპის ქალთა 2020 წლის ჩემპიონატის საგზური
II ადგილი -500 ევრო
III ადგილი-300 ევრო
I ადგილი სენიორებში -ევროპის სენიორთა 2021 წლის ჩემპიონატის საგზური
I ადგილი 18 წლამდე გოგოებში და ბიჭებში საგზური 2020 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის
პრიზები არ იყოფა, მოთამაშეს შეუძლია აიღოს რამდენიმე პრიზი , მაგრამ მხოლოდ ერთი ფულადი პრიზი.

- სათაური: ევროპის ონლაინ ჩემპიონატი
- ავტორი:
- თარიღი: 24-04-2020 5:30 PM
- Tags: