
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, საერთაშორისო დიდოსტატის მერაბ გაგუნაშვილის პირველობით დასრულდა, 'ონლაინ' საჭადრაკო პლატფორმაზე 'chess.com' გამართული შეჯიბრი ელვისებურ ჭადრაკში!
გაგუნაშვილმა 8-დან 6,5 ქულა დაააგროვა და ერთპიროვნულად გაიმარჯვა.ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა, ქვეყნის ერთ-ერთმა უძლიერესმა მოთამაშემ სწრაფ ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატმა გიგა ყუფარაძემ.
5,5 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3.ნიკოლოზ პეტრიაშვილი;4.დავით მაღალაშვილი.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მერი არაბიძემ აჩვენა.

- სათაური: გაგუნაშვილის პირველობით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 13-04-2020 5:01 PM
- Tags: