ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

გამგეობამ დაადგინა...

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის

 ოქმი # 4                           

 23.07.2018 წ. 

 

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე,  აკ. იაშვილი, ნ. გაფრინდაშვილი,                         

                 ნ. იოსელიანი,  ნ. გურიელი, ზ. აზმაიფარაშვილი, ზ. სტურუა,  დ. გურგენიძე,                                                   

                 გ. მაჭარაშვილი,  ე. ზენაიშვილი, ალ. არსენიძე,  ლ.ჯანჯღავა,  ხ.სუპატაშვილი,

                 გ.თანდარაშვილი, ს. გვეტაძე, მ. მილორავა.

                 სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.

 

       დღის წესრიგი:

 

  1. ინფორმაცია მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადების შესახებ /გ.გიორგაძე/;
  2. საქართველოს ნაკრები გუნდების მზადების შესახებ: ვაჟთა ნაკრები /ნ.გურიელი/, ქალთა ნაკრები /ე.უბილავა - წერილობით, გ.გიორგაძე/;
  3. ს.მელია-მ.არაბიძის მატჩის დანიშვნის შესახებ /ნ.იოსელიანი/;
  4. საქართველოს მე-2 და მე-3 ნაკრებების მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმიადაზე მონაწილეობის შესახებ /ნ. იოსელიანი, ზ.მიქაძე/;
  5. ააიპ ”საჭადრაკო ტელევიზიის” შექმნის შესახებ (გამგეობის გადაწყვეტილება)/გ.გიორგაძე/;
  6. სპორტის კანონთან შესაბამისობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წესდების ცვლილებების მოსამზადებელი კომისიის შექმნის შესახებ (გამგეობის გადაწყვეტილება) /გ.გიორგაძე/;
  7. ფიდესთვის მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ნომინაციებისთვის კანდიდატების წარდგენა /გ.გიორგაძე/;
  8. სხვადასხვა.

ა) მ.ფურცელაძის განცხადების განხილვა;

ბ) თ.გიორგაძისდახმარების შესახებ.

 

გამგეობის გადაწყვეტილებები:

 

1.ინფორმაცია მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.

2.ინფორმაცია მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების მზადების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.

ვაჟთა I ნაკრები გუნდის  შემადგენლობა:

1. ჯობავა ბაადურ

2. ჩეპარინოვი ივანე

3.მჭედლიშვილი მიხეილ

4. ფანცულაია ლევან                                                                                                                                                      

5. ჯოჯუა დავით

 

 ქალთა I ნაკრები გუნდის  შემადგენლობა:                                                                                          

  1. ძაგნიძე ნანა
  2. ბაციაშვილი ნინო
  3. ხოტენაშვილი ბელა
  4. ჯავახიშვილი ლელა
  5. მელია ს.-არაბიძე მ.-მატჩის გამარჯვებული, რომელიც 2018 წლის 3-7 აგვისტოს გაიმართება თბილისში.

 

  1. ინფორმაცია საქ.ქალთა ნაკრების წევრობის გამოსავლინებელად ს.მელია-მ.არაბიძის მატჩი დანიშვნის შესახებ მიღებულ იქნას ცნობად. მატჩში გამარჯვებული შეყვანილ იქნას ქალთა   I  ნაკრებში.                                             
  2. ინფორმაცია საქართველოს მე-2 და მე-3 ნაკრებების მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმიადაზე მონაწილეობის შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.   ქალთა მე-2 ნაკრების

კაპიტნად დასახელდა მ.ლომინეიშვილი, ხოლო ვაჟთა მე-2 ნაკრების კაპიტნად

ლ.ჯანჯღავა. მე-3 ნაკრებები გამოვიყვანოთ ახალგაზრდული შემადგენლობის.დაკომპლექტების პრინციპი  იყოს:  3 რეიტინგით, 2 გამგეობის გადაწყვეტილებით.                                                                                                                                                                                                                                                                                    

  1. შეიქმნას ააიპ ”საჭადრაკო ტელევიზია”.
  2. შეიქმნას სპორტის კანონთან შესაბამისობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წესდების ცვლილებების მოსამზადებელი კომისია:  დ.გურგენიძის, ე.ზენაიშვილის და  ა.არსენიძის შემადგენლობით,   რომლებიც აგვისტოში გამგეობის წინაშე წარმოადგენენ ფედერაციის წესდებაში ცვლილებების პროექტს.                                                                                                               
  3. ფიდესთვის მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ნომინაციებისთვის      

საქართველოს წარმომადგენელად წარდგენილ იქნასქ-ნი ნონა გაფრინდაშვილი.

8.სხვადასხვა: ა) მ.ფურცელაძის  განცხადება განსახილველად გადაეცეს ქალთა კომისიის

თავმჯდომარეს, ნ.იოსელიანს.

9. თ.გიორგაძეს დაენიშნოს ყოველთვიური დახმარება.

 

 სხდომის თავ – რე:                                                              გიორგი გიორგაძე

 მდივანი:                                                              მარგალიტა თანდაშვილი

  • სათაური: გამგეობამ დაადგინა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 30-07-2018 10:37 PM
  • Tags:
Top