ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

გერმანელებიც დაჯაბნეს!

საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა თურქულ ქონიაში მიმდინარე ოლიმპიადაზე მორიგი გამარჯვება იზეიმა და მეწინავეთა შორის გადაინაცვლა!

მე-5 ტურში ჩვენმა მოზარდებმა   გერმანელი თანატოლები დაამარცხეს ანგარიშით - 3:1! პარტიები მოიგეს ნიკოლოზ პეტრიაშვილმა (2389), ნიკოლოზ კაჭარავამა (2356) და ლუკა ობოლაძემ (2318), ხოლო შოთა ხოდაშნელმა (2018) მარცხი განიცადა.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა თავი 8.0 ქულას მოუყარა და მესამე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს.
5 ტურის თავზე 9-9 ქულით ბელარუსი და აშშ ლიდერობენ. მე-6 ტურში ქართველი მოჭადრაკეები  ჩინელებს შეეჯიბრებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მთლიანად თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული.
ქვეყნის ღირსებას ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე იცავენ:ნიკოლოზ პეტრიაშვილი,ნიკოლოზ კაჭარავა,ლუკა ობოლაძე, შოთა ხოდაშნელი და კატო ფიფია; კაპიტანი - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა.

სულ ასპარეზობაზე 46 გუნდი მონაწილეობს და შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება. მონაწილეთა შორის არიან:რუსეთის, აშშ-ს, გერმანიის,საფრანგეთის, სომხეთის,უზბეკეთის, აზერბაიჯანის და ა.შ. ძლიერი ახალგაზრდული ნაკრებები.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება კომენტარებით

 

  • სათაური: გერმანელებიც დაჯაბნეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-11-2018 8:36 AM
  • Tags:
Top