
საჭადრაკო ფესტივალის ‘მაიას თასი’ ფარგლებში გამართული ბავშთა საერთაშორისო ტურნირი 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ქრისტინე ხვადაგიანის გამარჯვებით დასრულდა! გამარჯვებულმა 9-დან 5,5 ქულა დააგროვა და პირველობა ბარბარე ცირეკიძესა და ვერონიკა ტყეშელაშვილთან გაინაწილა. დამატებითი მაჩვენებლებით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
I ადგილი - ქრისტინე ხვადაგიანი (1129) - 5,5 ქულა;
II ადგილი - ბარბარე ცირეკიძე (1431)- 5,5 ქულა;
III ადგილი- ვერონიკა ტყეშელაშვილი (1198) – 5,5 ქულა;
ბიჭებს შორის დამაჯერებლად გაიმარჯვა დავიდ გასპარიანმა 9-დან 7,5 ქულით.
I ადგილი - დავიდ გასპარიანი (სომხეთი;1700) – 7,5 ქულა;
II ადგილი - ნიკოლოზ შამათავა (1561) – 7 ქულა;
III ადგილი- დენიელ საფაროვი (1585) – 6 ქულა;
საპრიზო ფონდი:
ბიჭები:
1 – 250 ლარი; 2 – 150 ლარი ; 3 – 100 ლარი
გოგონები:
1 – 250 ლარი; 2 – 150 ლარი ; 3 – 100 ლარი

- სათაური: გოგონათა შორის სამეულს ქუთაისელი მოჭადრაკეები დაეპატრონენ!
- ავტორი:
- თარიღი: 09-09-2019 8:26 PM
- Tags: