
საერთაშორისო დიდოსტატ სოფიო გვეტაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა! გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო II-III ადგილებზე გასულ: ალექსანდრა ვახანიას და მირანდა მიქაძეს.
6-6 დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
4.მაკა ფურცელაძე
5.თამარ ესაძე
6.ნია დონღვანი.
სატურნირო დებულების თანახმად უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლება პირველ ხუთ ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს.

- სათაური: გვეტაძის გამარჯვებით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 20-12-2018 5:11 AM
- Tags: