
‘აბრეშუმის გზის’ თასის გათამაშებას, პირველი სათამაშო დღის შემდეგ, ბაადურ ჯობავა და ნიჯატ აბასოვი ლიდერობენ 7-დან 5,5 ქულით!
ლიდერთა ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე, ივან ჩეპარინოვი (ყველა საქართველო) და გადირ ჰუსეინოვი, აბდულა გადიმბაილი, რაუფ მამედოვი,შახრიარ მამედიაროვი (ყველა აზერბაიჯანი).
შემდეგი 8 ტური აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს 28 მაისს გაიმართება.
‘აბრეშუმის გზის თასი’, ეძღვნება - საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეებს
გენერალური სპონსორი - კომპანია სოკარი.
საპრიზო ფონდი - 20 000 ევრო.
პირველი თამაშები - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 26 მაისს, 15:00 სთ.;
ფინალური ორთაბრძოლები გაიმართება აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 28 მაისს, 18:00 სთ.
მონაწილეობენ: საქართველოს და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წევრები, ახალგაზრდა მოჭადრაკეები, რეიტინგ ფავორიტები. 27-27 ტოპ მოჭადრაკე თითოეული ქვეყნიდან.

- სათაური: ჯობავა პირველობას ინაწილებს!
- ავტორი:
- თარიღი: 27-05-2020 2:44 PM
- Tags: